მეუფე ნიკოლოზის თქმით, ისრების ჟურნალისტებზე გადმოტანა არასწორია

ფოტო: კადრი ვიდეოდან / იმედი
ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მთავარ არხთან ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ხაშურში, დედათა მონასტერს 2 პირი მონასტრის დაყაჩაღებას ცდილობდა. თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ მონასტრის წინამძღვარს და მონაზვნებს, ერთ-ერთი მონაზონი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
- საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ კი მომხდარი "მასმედიის მიერ წარმოებულ ანტიეკლესიურ პროპაგანდას" დაუკავშირა.
- მისი აზრით, ფემიციდისა და გაუპატიურების დანაშაულები ეკლესიის კრიტიკამ გამოიწვია.
- მონასტერში მომხდარი დანაშაული ეპისკოპოსმა სვიმეონმაც "ეკლესიაზე თავდასხმებს" დაუკავშირა.
დეტალები: "შეიძლება, მან [დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ] გადაამლაშა და რაღაცნაირად ისრების გადმოტანა ჟურნალისტებზე, რომ თქვენი ბრალია ყველაფერი, ნამდვილად არასწორია", — თქვა ნიკოლოზმა.
- ფიქრობს, რომ ეს არ იყო საპატრიარქოს განცხადება — "ანდრია ჯაღმაიძეს, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო, ახლა შეუძლია, თავის თავს უფლება მისცეს, რომ თავისი აზრი გამოთქვას".
- "ნებისმიერი სასულიერო პირის განცხადება ყოველთვის აღიქმებოდა როგორც ეკლესიის პოზიცია. ახლა შეიცვალა ვითარება. ვფიქრობ, რომ მაგის განზოგადება მაინც არ არის სწორი და არ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საპატრიარქოს პოზიცია“, — თქვა მიტროპოლიტმა.
შეფასებები: მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებით, ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ დანაშაულთან საპატრიარქოს წარმომადგენლის მიერ მედიის დაკავშირება ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ახალისებს.
- სახალხო დამცველის, ნონო ლომჯარიას თქმით, მონასტერში მომხდარი დანაშაულის მიზეზების მედიაზე გადაბრალება საშიში და არასწორია.
- "ხვალ შეიძლება ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს, იძალადოს, რაც გვინახავს უკვე არაერთგზის. არ შეიძლება, სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და უდანაშაულო ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა", — დაწერა ლომჯარიამ.
გარდა ამისა, ჯაღმაიძის განცხადებას გამოეხმაურა პარტია გირჩი — მეტი თავისუფლებასც.
-
"მხოლოდ მონდომება არ არის საკმარისი იმისათვის რომ ხაშურში, ცხრამუხის მონასტერში მომხდარი საშინელი ძალადობის ფაქტი დააბრალო მასმედიის "ანტიეკლესიურ კამპანიას". ამისთვის პირველ რიგში საჭიროა სინდისი არ გქონდეს საერთოდ";
-
"იქნებ ეს ტრაგედია იმის ბრალია რომ მედიამ კი არა, თქვენ, საპატრიარქომ, მოახდინეთ ქრისტიანობის სრული პროფანაცია და ქრისტეს ეკლესია აქციეთ ძალადობის მთავარ მქადაგებელ, "გამპრავებელ" და დამორგანიზებელ ინსტიტუტად?" — წერს პარტია.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები