ქართული ორცხობილას მწარმოებელი კომპანია ჯორჯიან ბეიქერსის საწარმო თიბისის მხარდაჭერით თანამედროვე სტანდარტებზე გადავიდა
საკონდიტრო ნაწარმისა და სნექების მწარმოებელ კომპანიას — ჯორგიან ბეიქერს Georgian Bakers — სასუსნავის მოყვარული მომხმარებელი 14 წელიწადია, იცნობს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის დაარსება რთულ დროს — 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდს დაემთხვა და დამფუძნებლებს, შესაბამისად, ბევრი გაუთვალისწინებელი ბარიერის გადალახვა მოუწიათ, 2009 წლის აპრილში კომპანია ჯორჯიან ბეიქერსი მაინც გაიხსნა და პირველი პროდუქციაც მალევე გამოუშვა. მომხმარებლის პირველი ფიდბექის შემდეგ კი უკვე ცხადი გახდა, რომ ჯორჯიან ბეიქერსის ორცხობილები ქართულ ბაზარზე თავის ადგილს მალე დაიმკვიდრებდა.
გამართული სტრატეგიისა და მოტივირებული დამფუძნებლების ყოველდღიური შრომის შედეგად, 4 სახის პროდუქტითა და რამდენიმე დასაქმებულით დაწყებული ბიზნესი თანდათან გაფართოვდა. დღეისათვის ჯორჯიან ბეიქერსი 20-ზე მეტ ნაწარმს და 50 თანამშრომელს ითვლის და საქართველოს ბაზარზე საკონდიტრო მიმართულებით ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად ოპერირებს, რომელიც ყოველწლიურად სარეალიზაციოდ 1000 ტონამდე ორცხობილასა და სნექს უშვებს.
2022 წლამდე ჯორჯიან ბეიქერი საკუთარი რესურსით 5000-მდე სავაჭრო ობიექტს ამარაგებდა. 2022 წლის შემოდგომიდან დამფუძნებლებმა სტრატეგია შეცვალეს და საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს კვების პროდუქტების დისტრიბუტორს, დიპლომატ ჰოლდინგს, დაუპარტნიორდნენ, რომელმაც პროდუქციის ლოჯისტიკას და რეალიზაცია საკუთარ თავზე აიღო. გამოთავისუფლებული რესურსი კი კომპანიამ პროდუქციის დახვეწისა და გამრავალფეროვნებისკენ მიმართა.
სიახლეა ისიც, რომ თიბისი მხარდაჭერით ჯორჯიან ბეიქერსის საწარმომ 2021 წლიდან ორთაჭალიდან ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში გადმოინაცვლა. ახალი საწარმო 2500 კვმ ფართობს იკავებს და თანამედროვე დანადგარებითაა აღჭურვილი.
"თიბისი გვერდში დაგვიდგა რთულ პერიოდში, პანდემიის დროს, მაშინ, როცა კომპანიას სჭირდებოდა სახსრები ახალი სიცოცხლის შესაძენად თავისი საქმიანობისთვის, რაც გამოიხატებოდა საწარმოს გადატანაში ერთი ადგილიდან მეორეში და ასევე მის განახლებაში. ამავე პერიოდში პრობლემები გვქონდა საზღვარგარეთიდან ნედლეულის შემოტანის ნაწილშიც. ზუსტად ამ დროს, პანდემიის პიკში, თიბისიმ დაინახა ჩვენი პოტენციალი, გვენდო და დავიწყეთ პარტნიორობა, რომელიც დღემდე გრძელდება", — ამბობს ჯორჯიან ბეიქერსის დამფუძნებელი, მიხეილ ფარულავა.
ჯორჯიან ბეიქერსის წარმატების მთავარი საფუძველი, როგორც დამფუძნებლები ამბობენ, ხარისხიანი ნედლეული, მომხმარებლის ინტერესი და უნიკალური ტექნოლოგიაა, რომელსაც კომპანიაში დაარსებიდან დღემდე ავითარებენ.
ჯორჯიან ბეიქერსმა გადაუხვია სტანდარტულ გზებს და შეიმუშავა პროდუქციის წარმოების თავისი, უნიკალური ტექნოლოგია, რომლის შედეგიც ჩვენი პროდუქციის ხარისხი, გამორჩეული სიფხვიერე და კარგად დაბალანსებული გემოებია. 14 წელია, ჩვენი ნაწარმი — საბავშვო და სნექის მიმართულება, სეზონური შოკოლადის გლაზურიანი ორცხობილა — აქტუალობას და ერთგულ მომხმარებელს არ კარგავს, რაც ჩვენი გუნდის შრომისა და პერმანენტულად სიახლეების ძიების პროცესის შედეგია“ - ამბობს მიხეილ ფარულავა.
სამომავლოდ ჯორჯიან ბეიქერსი კიდევ უფრო გაფართოებას, პროდუქციის რაოდენობის გაზრდას და მის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები