გრავიტას კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი — პორშე ცენტრი თბილისის ახალი შოურუმი და სერვისცენტრი
სამშენებლო კომპანია გრავიტას პორტფელს კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი — პორშე ცენტრი თბილისის კონცეპტუალური შოურუმი და სერვისცენტრი შეემატა. გერმანული ბრენდის შოურუმის მშენებლობაზე მუშაობა, ჯამში, 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
Destination Porsche — ეს არის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც განახლების სამუშაოები ჩატარდა. დიზაინი პორშეს ბრენდბუქის მიხედვით, მათი მოთხოვნებიდან გამომდინარე შეირჩა, ხოლო სამშენებლო სამუშაოები ევროპული სტანდარტებით შესრულდა.
აღსანიშნავია, რომ სამშენებლო მასალები, რომლებიც ინტერიერსა თუ ექსტერიერში იყო გამოყენებული, გრავიტამ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალურად პროექტისთვის ჩამოიტანა.
ირაკლი ურუშაძე, სამშენებლო კომპანია გრავიტას გენერალური დირექტორი:
"გრავიტას სტანდარტები სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში უსაფრთხოების უმაღლესი ნორმების დაცვას, ასევე უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების გამოყენებას ითვალისწინებს, რომელიც არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ წამყვანი ევროპული ბაზრებისთვისაც სამაგალითოა. თითოეულ მოთხოვნას კი გრავიტა“ საერთაშორისო პარტნიორებისა და კვალიფიციური თანამშრომლების მეშვეობით უკვე მრავალი წელია სრულყოფილად ასრულებს. ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს გახდა მიზეზი იმ წარმატებული თანამშრომლობისა, რითაც თბილისში გამორჩეული პორშეს ცენტრი შეიქმნა.
სერვისის მთლიანი ფასადი „მონტანის“ პანელითაა გაკეთებული, ანალოგიური ხარისხისა და დიზაინის ფასადის ელემენტები საქართველოში საკმაოდ იშვიათია. რაც შეეხება ეზოსა და შოურუმის ნაწილს, გამოყენებულია სპეციალური ლითონის ბადეები, შოურუმში დამონტაჟებულია აკუსტიკური ჭერი. ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა უნიკალური შტრიხები. გამოყენებულია მაღალი ხარისხის ფილები, საღებავები, შეკიდული ჭერი და ა.შ. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენმა ნამუშევარმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და პორშეს მსოფლიოში არსებულ შოურუმებს შორის მოწინავე პოზიცია დაიკავა".
პორშე ცენტრი თბილისის ასაშენებლად უპრეცედენტოდ დიდი, 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. შოურუმისა და სერვისცენტრის საერთო ფართობი 2,628 მ²-ია. სერვისცენტრისთვის სრულიად ახალი შენობა აშენდა, შოურუმი კი ძველი შენობის რეკონსტრუქციის შედეგად განახლდა.
როგორც ყველა მასშტაბური პროექტი, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის, პორშე ცენტრი თბილისის განახლებაც რამდენიმე ეტაპად განხორციელდა: წინასამშენებლო ეტაპი, რაც თავის მხრივ დიზაინპროექტისა და ტენდერის გზით კონტრაქტორების შერჩევის პროცესისგან შედგებოდა; სადემონტაჟო და სამშენებლო ეტაპები; დაბოლოს, პროექტის დახურვა.
ნინო იმნაძე, თეგეტა ჰოლდინგის პროექტების მართვის ოფისის ხელმძღვანელი:
"პორშე ცენტრი თბილისის მასშტაბური და ამბიციური პროექტი მოიცავდა შოურუმისა და სერვისცენტრის კონცეპტუალურ და ვიზუალურ განახლებას. პროექტის განხორციელებაში ჩართულები იყვნენ პორშეს წარმომადგენლები და ოფიციალური პარტნიორები, რომელთა რეკომენდაციების მიხედვით მივიღეთ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სერვისცენტრი, რომელიც გამოირჩევა აუდიო და ვიდეოაღჭურვილობით, ენერგოეფექტური სისტემებით, უახლესი და ხარისხიანი გადაწყვეტებით სამშენებლო ბიზნესში. ამასთან ერთად, სამუშაოებს უფრო საინტერესოს, დახვეწილსა და მრავალფეროვანს ხდიდა პორშეს გაიდლაინის მიხედვით სამუშაოების წარმართვა, რამაც გუნდს უდიდესი გამოცდილება შეგვძინა, რომელსაც სხვა პროექტებშიც გამოვიყენებთ".
პორშე ცენტრი თბილისის განახლებული შენობის მაგალითზე, გერმანული პრემიუმ ბრენდი გეგმავს, მსოფლიო მასშტაბით, პორშეს სხვა ცენტრების რეკონსტრუქციაც განახორციელოს.
სამშენებლო კომპანია გრავიტა ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს. მისი საქმიანობის სფერო კომერციული, სახელმწიფო და საზოგადოებრივი არქიტექტურის ყველა ასპექტს მოიცავს და მომხმარებლებს სთავაზობს როგორც დიზაინის შექმნას, ისე დაპროექტებასა და მშენებლობის სრულ სერვისს.
მის პორტფელში შედის ისეთი პროექტები, როგორებიცაა: Toyota-ს, Volvo-სა და Porsche-ს ცენტრები თბილისში, თეგეტა მოტორსის ოფისი ბათუმში, კურორტი საირმე და ა.შ. საერთაშორისო პროექტებიდან კი გამორჩეულია თეგეტა მოტორსის ფილიალი სომხეთში.
ამჟამად გრავიტა თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიის, ვოლვო ქარსის ცენტრის მშენებლობაზე მუშაობს. მიმდინარეა მაზდას ცენტრისა და თეგეტას ახალი სერვისცენტრის მშენებლობა, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარეობს.
გრავიტა ასევე მუშაობს კომპანია m²-ის პროექტზე, სადაც 5 კორპუსისგან შემდგარ საცხოვრებელ კომპლექსზე არქიტექტურულ და ელექტრომექანიკურ სამუშაოებს ახორციელებს.
გარანტირებული სისწრაფე, მაღალი ხარისხი, პროექტების მოდერნისტული დიზაინი და შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები — ეს ის მთავარი მიზეზებია, რაც გრავიტას, როგორც სამშენებლო კომპანიის, წარმატებას განაპირობებს.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები