ალექსეი არესტოვიჩი

1 Dec. 2022, 13:15

მიხეილ სააკაშვილი ძალიან მასშტაბური და რთული პიროვნებაა. მისი გაკრიტიკება უსასრულოდ შეიძლება და ასევე, შესაძლებელია მისით აღფრთოვანებაც, უსასრულოდ. მიზეზს ორივე შემთხვევაში იპოვით. არსებობს კითხვა, რა უნდა გავუკეთოთ ასეთ ფიგურას.

ის თავად ჩავიდა საქართველოში და საკუთარი ნებით ჩაუვარდა ხელში ხელისუფლებას. ახლა ის ციხეშია. მისი მოკვლის ეშინიათ, გაშვებისაც ეშინიათ, ამიტომ გადაწყვიტეს, ნელი სიკვდილით მოკლან. მერე იტყვიან — ასე მოხდა, ასაკია, სიბერეა, ავადმყოფობა, ნერვები, თვითონ მიიყვანა თავი ამ მდგომარეობამდე. [..]

არ მგონია, რომ მიზანმიმართულად კლავენ, მიუხედავად იმისა, რომ ამის დაშვებაც შეიძლება. მათ აქვთ ახლა ისეთი პოლიტიკა, რომელიც გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას არ აძლევთ. [...]

არ ვიცი, შეუძლია თუ არა უკრაინას რამის გაკეთება. მერე იტყვიან, რომ სუვერენული ქვეყნის საქმეებში ვერევით. [...]

მოდით პირდაპირ ვთქვათ, თუ ის ციხეში მოკვდება, საქართველოს ხელისუფლება ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს, როგორი მტკიცებულებებიც არ უნდა წარმოადგინონ, ამ ლაქას ვერასდროს მოიშორებენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  2. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  3. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  4. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
  5. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება

რა ხდება: რუსული კანონპროექტის მომხსენებელს, მამუკა მდინარაძეს დღეს რუსული კანონის მეორე მოსმენით კენჭისყრაში…