სახალო დამცველმა აჭარის ტელევიზიის მიერ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი დაადგინა
საქართველოს სახალხო დამცველმა 2022 წლის 29 ნოემბერს გამოსცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს წინააღმდეგ შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ნატალი ჯახუტაშვილი დასაქმებული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების სამსახურში თბილისის ბიუროს რეპორტიორის თანამდებობაზე.
- 2021 წლის 30 დეკემბერს მაუწყებლის დირექტორმა გამოსცა ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მუშაობის ბოლო თვეებში, განმცხადებელს მიანიშნეს, რომ არ ჰქონოდა კრიტიკული ჩართვები, წინააღმდეგ შემთხვევაში მას პერიოდულად პოლიტიკური მიმართულებიდან გამორიცხავდნენ.
- ორგანიზაცია წერს, რომ 2021 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნატალი ჯახუტაშვილს განუცხადეს, რომ პოლიტიკის მიმართულებით აღარ იმუშავებდა და ეკონომიკურ მიმართულებაზე გადაჰყავდათ, თუმცა, მიზეზი არ განუმარტავთ.
დეტალები: როგორც საია აღნიშნავს, ნატალი ჯახუტაშვილს ჰქონდა კრიტიკული და არასახელისუფლებო რიტორიკის შემცველი სიუჟეტები, რაც გახდა მის მიმართ შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმის საფუძველი.
- "სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებლის გათავისუფლება შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის მიზეზით, იყო მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის დაფარვის სამართლებრივი საშუალება";
- "არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო შეწყდა შრომითი ურთიერთობა, არ აქარწყლებდა დისკრიმინაციის არსებობის ვარაუდს", — ვკითხულობთ საიას განცხადებაში.
გარდა ამისა, სახალხო დამცველი ყურადღებას ასევე ამახვილებს ბოლო წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილ გარემოზე.
- სახალხო დამცველმა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს მიმართა, მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით.
აჭარის ტელევიზიაზე ანგარიში 22 ნოემბერს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ გამოაქვეყნეს.
-
კვლევაში კრიტიკულად არის შეფასებული ახალი დირექტორატის საქმიანობა.
-
კერძოდ საუბარია, რომ 2019 წლიდან დღემდე უხეშად ირღვევა ჟურნალისტთა ინდივიდუალური უფლებები, ასევე, მაუწყებლობის უმთავრესი პრინციპი — იყოს სახელმწიფო გავლენებისგან თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკის გამტარებელი, სამართლიანი და მიუკერძოებელი.
-
ნათქვამია, რომ ამავე პერიოდიდან უკანონო გადაწყვეტილებათა ციკლი დაიწყო, რაც შიდაორგანიზაციულ ცვლილებებში გამოიხატა.
-
"ჟურნალისტების ტოტალურ კონტროლში, მათ დისციპლინურ დევნაში, შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტაში/შეცვლაში".
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები