სვასტიკის დაპოსტვის შემდეგ კანიე ვესტს Twitter-ის ანგარიში ისევ შეეზღუდა
კანიე ვესტს, რომელმაც სახელი ოფიციალურად შეიცვალა და Ye გახდა, დროებით ტვიტერის ანგარიშით სარგებლობა ისევ შეეზღუდა მას შემდეგ, რაც სვასტიკა დაპოსტა. მანამდე რეპერმა ალექს ჯოუნსის შოუში Infowars რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ადოლფ ჰიტლერი მოსწონს.
"ძალიან ბევრი რამაა, რაც ჰიტლერის შესახებ მიყვარს. ძალიან ბევრი."
ამის შემდეგ კანიემ ტვიტერზე რამდენიმე პოსტი გააზიარა, მათ შორის შეტყობინებები მასა და, სავარაუდოდ, ილონ მასკს შორის, რომელშიც რეპერი ბალენსიაგას აქებს კონტროვერსიული კამპანიის შემდეგ. პოსტებს შორის ერთ-ერთი იყო სვასტიკისა და "დავითის ვარსკვლავის" გამოსახულება, რომლის იძულებით ტარებაც ნაცისტური რეჟიმის დროს ებრაელებს უწევდათ. ტვიტერმა ანტისემიტური პოსტი წაშალა, ილონ მასკმა კი დაადასტურა, რომ Ye-ს ანგარიშზე წვდომა შეეზღუდა და სვასტიკას დაპოსტვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს მიუღებელია.
ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა მასკს მოსთხოვა, რომ კანიესთვის რამე მოეხერხებინა, რაზეც ილონმა უპასუხა: "მაქსიმალურად ვეცადე. ამის მიუხედავად, ისევ დაარღვია ჩვენი წესი ძალადობის გაღვივების წინააღმდეგ, ამიტომ ანგარიში შეეზღუდება."
Ye-ს ახლახან აღუდგა ტვიტერის ანგარიშზე წვდომა, მას შემდეგ რაც ანტისემიტური კომენტარების გამო აღნიშნული პლატფორმის გამოყენება, ისევე, როგორც ინსტაგრამის, შეეზღუდა. ილონ მასკი მისი ანგარიშის აღდგენას აქტიურად უჭერდა მხარს ტვიტერის $44 მილიარდად ყიდვის შემდეგ. ის ასევე, აცხადებდა, რომ სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძოლებდა და აღადგენდა დონალდ ტრამპისა და ჯორდან პიტერსონის ანგარიშებს, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში.
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
კომენტარები