გია ვოლსკი

2 Dec. 2022, 14:38

თუ მას საიდუმლო ინფორმაციასთან აქვს ხელი, წვდომა, რასაკვირველია, არ შეიძლება, იგი უზიარებდეს ამ ინფორმაციას ადამიანს, ვინც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს ყოველდღიურად და მგონია, რომ სწორედ ასეთი მოქმედების ერთ-ერთი ლიდერია ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. მაგრამ გათავისუფლების მოტივი არის თუ არა ეს რეალობა, მე არ ვიცი. ეტყობა, რაღაც მიზეზი იყო ამისათვის.

არ შეიძლება, რომ ოპოზიციის ასეთი პიროვნების, ოჯახის წარმომადგენელი მუშაობდეს ადგილზე, სადაც საიდუმლო ინფორმაციასთან არის წვდომა. მე არ ვიცი, ეს რეალობა არის თუ არა, მაგრამ, ფაქტია, რომ არ შეიძლება.

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, ნატა ქორიძის გათავისუფლებას. ქორიძემ დღეს დაწერა, რომ სამსახურიდან რეორგანიზაციის მოტივით გაუშვეს. იგი პარტია გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ცოლია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  2. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  3. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  4. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  5. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა

რა ხდება: კაცი, რომელიც აქციაზე დასასწრებად თბილისში საჩხერიდან ჩამოვიდა, გაუჩინარდა. ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე…