როგორ გავხსნათ საინვესტიციო ანგარიში საქართველოს ბანკის მობილბანკში
ფასიანი ქაღალდები, საფონდო ბირჟას და ინვესტირება საქართველოში, უმრავლეს შემთხვევაში, დიდ კაპიტალთან და ხანგრძლივ პროცედურებთან ასოცირდება. ამას ემატება ისიც, რომ საქართველოს საფონდო ბირჟის ბრუნვა დღიურად 3 ან 5 ლარია და შეიძლება მთელი კვარტალი ისე გავიდეს, რომ ერთი ტრანზაქციაც კი არ დაფიქსირდეს. ეს არც თუ სახარბიელო რეალობა საქართველოს ბანკმა 2021 წელს შეცვალა და მობილბანკში ინვესტირების ფუნქციონალი დაამატა.
სულ ახლახან კი საქართველოს ბანკის მიერ ინვესტირებაზე საკომისიოების შემცირების შემდეგ, მობილური აპლიკაციის მეშვეობით აქციებით ვაჭრობა კიდევ ურო გამარტივდა. 1-ლი დეკემბრიდან აქციის ყიდვის საკომისიო ტრანზაქციის 0,3% (მინიმუმ $0,5 და მაქსიმუმ $10) ხდება. $5000-მდე პორტფელზე 75%-ით $0,5-მდე შემცირდა ყოველთვიური საკომისიოც, უფრო დიდ თანხებზე მომსახურების საფასური აქტივების 0.01% იქნება.
SOLO-სა და Wealth Management-ის მომხმარებლებისთვის პლატფორმის გამოყენება სრულიად უფასო გახდება, ანგარიშის გახსნის შემდეგ კი 3 ტრანზაქციას საკომისიოს გარეშე განახორციელებენ.
თუ ჯერ კიდევ არ დაგიწყია ინვესტირება, ამ სტატიაში გიამბობთ, როგორ გახსნა საინვესტიციო ანგარიში მობილბანკში.
1. გადმოწერე საქართველოს ბანკის მობილბანკი
ინვესტირების დასაწყებად პირველ რიგში მობილბანკით სარგებლობაა აუცილებელი.
თუ ჯერ კიდევ არ გაქვს მობილბანკი, აპლიკაციის გადმოწერა Google Pay-დან და App Store-დან რამდენიმე წამში შეგიძლია.
2. იპოვე ინვესტიციები აპლიკაციაში
შემდეგი ნაბიჯი "პროდუქტების" ღილაკზე თითის დაჭერისას "ინვესტიციებზე" გადასვლაა, რასაც "ანგარიშის გახსნა" მოსდევს.
2. გაიარე რეგისტრაცია ელექტრონული ფოსტით
წესებისა და პირობების დათანხმების შემდეგ უკვე ელ.ფოსტის შეყვანა დაგჭირდება, სადაც დადასტურების კოდს მიიღებ.
კოდის შეყვანის შემდეგ კი შემდეგ მარტივი ანკეტაა შესავსები, სადაც დასაქმების ადგილისა და შემოსავლის შესახებ უნდა შეავსო ველები.
3. გაიარე ვერიფიკაცია
ბოლოს კი, რეგისტრაციის დასასრულებლად, ID ბარათით ან პასპორტითა ვერიფიკაციის გავლაა საჭირო. ამისთვის დოკუმენტის ორივე მხარეს უნდა გადაუღო ფოტო.
შემდეგ კი საჭიროა, დაეთანხმო პირობებს კიდევ ერთხელ და გადაამოწმო მითითებული ინფორმაცია.
4. ადევნე თვალყური აქციების ფასებს
საინტერესოა, რომ მობილბანკში ყოველდღიურად შეგიძლია ადევნო თვალყური საფონდო ბირჟას. აქ კომპანიების ჩამონათვალი და მათი აქციების ფასები მაშინაცაა ხელმისაწვდომი, როცა ჯერ კიდევ არ გაქვს გავლილი რეგისტრაცია. მეტიც, ინვესტიციების ფუნქციონალში საკუთარი სიების შედგენაც შეგიძლია, რომ უფრო ორგანიზებულად შეძლო შენთვის საინტერესო საინვესტიციო კომპანიების შესახებ ინფორმაციის მიღება.
ინვესტიციები საქართველოს ბანკისა და Galt & Taggart-ის ერთობლივი პროექტია. მომხმარებელს სმარტფონის საშუალებით Tesla-ს, Microsoft-ის, Apple-ის, Amazon-ისა თუ სხვა მისთვის საინტერესო გლობალური მასშტაბის კომპანიის აქციების შეძენა შეუძლია. ამისთვის ახლა აღარც ხანგრძლივი პროცედურებია საჭირო და აღარც დიდი საწყისი კაპიტალი, მარტივი რეგისტრაციის შემდეგ, ინვესტირების დაწყება $1-დანაც შეიძლება.
მობილბანკით ინვესტირებას რამდენიმე უპირატესობა აქვს:
- აქ საინვესტიციო პროდუქტების დიდი არჩევანია;
- წვდომა გაქვს ამერიკულ ბირჟებზე განთავსებულ ათასობით აქციაზე;
- ანგარიში დაზღვეულია $500,000-მდე SIPC-ის მიერ;
- კაპიტალური მოგება საქართველოს მოქალაქეებისათვის არ იბეგრება.
ინვესტირება საბანკო დეპოზიტთან შედარებით უფრო რისკიანი საქმიანობაა, მაგრამ ბევრად მაღალია შესაძლო მოგების ალბათობაც. ფასიანი ქაღალდების ყველაზე ცნობილი მაგნატის, უორენ ბაფეტის ქონება 2022 წლის დეკემბერში Forbes-ის შეფასებით $110 მილიარდს შეადგენს, რაც მას პლანეტის უმდიდრეს ადამიანთა ხუთეულში ყოფნის საშუალებას აძლევს.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
კომენტარები