გია ვოლსკი

5 Dec. 2022, 01:03

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ჩვენი კანონმდებლობის რაღაც გარკვეული მონაკვეთი მოვიყვანოთ შესაბამისობაში ჩვენი ქვეყნის ინტერესთან. აუცილებლად ასე იქნება. აუცილებლად შესანიშნავი საარჩევნო კოდექსი გვექნება და უამრავი სხვა, რაც ამ 12 პუნქტთან არის დაკავშირებული.

მაგრამ აქ მთავარი შეკითხვა ისმის - სჭირდებათ კი ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს საზღვარგარეთ, ვინც მიიღო ეს ყოვლად უტიფარი რეზოლუცია, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ ევროპარლამენტში ვინც მიიღო, იმათ სჭირდებათ კი ასეთი მდგომარეობა, როდესაც ჩვენ ყველაფერს ზედმიწევნით კარგად ვასრულებთ, ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

კანდიდატობა, მეორე მხრივ, სერიოზულ დარტყმას მიაყენეს იმ საპირწონე პოლიტიკურ ძალას, რომელიც მათ შორის ამ ხალხის მხარდაჭერით გვიპირისპიდება. კანდიდატობის სტატუსის მიცემა საქართველოსთვის ხომ ფაქტობრივად დაამთავრებს ყველანაირ სპეკულაციას და კიდევ უფრო დააკნინებს, თუ ამაზე მეტი დაკნინება შეიძლება, რადიკალურ ოპოზიციას, საერთოდ გააქრობს პოლიტიკური სივრციდან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  2. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  3. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  4. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
  5. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ