მმართველი გუნდი ბახმუტში ქართველი მებრძოლების დაღუპვას მესამე დღეს, კრიტიკის შემდეგ გამოეხმაურა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ქართულ ოცნებაში განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც მმართველი გუნდი ოპოზიციამ და საზოგადოებამ მწვავედ გააკრიტიკეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 3 დეკემბერს, ბახმუტში ოკუპანტებთან ბრძოლისას კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
- 5 დეკემბრის დილამდე სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური თანამდებობის პირებს შორის ერთადერთი იყო, ვინც მომხდარს გამოეხმაურა.
- გუშინ, 4 დეკემბერს იმედის ეთერში დასმული კითხვის საპასუხოდ, ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ თქვა, რომ ოპოზიცია ამ თემას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს, რაც მას და მის თანაგუნდელებს "ბოჭავთ", რომ ამ თემაზე ისაუბრონ და მეორე მხარეს "პოლიტიკურ ასპექტში დაუპირისპირდნენ".
- პრემიერმინისტრსა და მთავრობას სამძიმარი ამ დრომდე არ გამოუცხადებიათ.
დეტალები: დაღუპულთა ოჯახებსა და "სრულიად საქართველოს" სამძიმარი დღეს პირველმა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალმა პაპუაშვილმა გამოუცხადა.
- "ბოლო რამდენიმე დღეში 6 ქართველის სიცოცხლე შეიწირა რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ. 33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ამ ომს და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია", — განაცხადა მან.
- ფორუმზე — "მამაცი და ერთიანი: დახმარების ფორმულა" სამძიმარი გამოხატა არჩილ თალაკვაძემაც.
- "რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანი, რომელიც დავკარგეთ ჩვენთვის არის ძალიან ღირებული და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დაიღუპნენ", — განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა.
სამძიმრით დაიწყო საუბარი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ.
- "მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო ჩვენი თანამემამულეების დაღუპვასთან დაკავშირებით უკრაინაში. თითოეული ადამიანის დაღუპვა არის ჩვენთვის უდიდესი ტრაგედია და ამ მძიმე ჟამს ჩვენ თანაზიარი ვართ იმ მწუხარების, რომელსაც განიცდიან მათი ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, ნათესავები და სრულიად საქართველო", — თქვა მან.
ომის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტებთან ბრძოლაში უკვე 33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები