ღარიბაშვილმა დაღუპულთა ოჯახებს მე-3 დღეს მიუსამძიმრა და იმაზე ილაპარაკა, რომ გადმოსვენების ხარჯებს მთავრობა ფარავს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციამ და საზოგადოებამ ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს დუმილის გამო.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 3 დეკემბერს, ბახმუტში ოკუპანტებთან ბრძოლისას კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
- 5 დეკემბრის დილამდე სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური თანამდებობის პირებს შორის ერთადერთი იყო, ვინც მომხდარს გამოეხმაურა.
- გუშინ, 4 დეკემბერს იმედის ეთერში დასმული კითხვის საპასუხოდ, ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ თქვა, რომ ოპოზიცია ამ თემას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს, რაც მას და მის თანაგუნდელებს "ბოჭავთ", რომ ამ თემაზე ისაუბრონ და მეორე მხარეს "პოლიტიკურ ასპექტში დაუპირისპირდნენ".
დეტალები: ღარიბაშვილმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა და ყურადღება იმაზე გაამახვილა, რას აკეთებს მთავრობა დაღუპულთა გადმოსვენებისა და დაკრძალვის პროცესში.
- "ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, დიდი დანაკლისი. უკვე 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში უკრაინაში, რაც, რა თქმა უნდა, არის ტრაგედია".
- "საზოგადოებას მინდა, შევახსენო, რა როლი აქვს ხელისუფლებას ამ პროცესში და კიდევ ერთხელ განვმარტო: ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ოჯახებთან შეთანხმებით, ყველა დაღუპულის გადმოსვენება მოხდა მთავრობის უშუალო ჩართულობით. ამ ხარჯებს სრულად ფარავს მთავრობა", — თქვა მან.
- თუმცა, პრემიერმინისტრს არ უხსენებია, რომ მთავრობის 2016 წლის დადგენილებით, საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში გადმოსვენების ხარჯებს ისედაც სახელმწიფო ანაზღაურებს.
- პრემიერმინისტრის თქმით, მათ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლი ღირსეულად, სამხედრო პატივით დაკრძალეს, თუმცა, ასევე, არ აღუნიშნავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არცერთ პროცესს არ დასწრებიან.
- "ყველაფერი გაკეთდა ჩვენს მიერ და ჩვენ სათანადო პატივი მივაგეთ დაღუპულთა ოჯახებს, ყოველგვარი ყვირილის, ყოველგვარი პიარის გარეშე", — თქვა მან.
გარდა ამისა, ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, ტრადიციულად, ოპოზიცია გააკრიტიკა, საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის დროს "მათი ქცევა" შეახსენა და ენმ "მეორე ფრონტის" გახსნაში დაადანაშაულა.
- "ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მიატოვეს სამხედროების ცხედრები, გამოიქცნენ თავად. ე.წ. მთავარსარდალმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყველაზე დიდი სირცხვილი აჩვენა ერს, მიწაზე იყო გართხმული", — თქვა მან.
- პრემიერმინისტრის განცხადებით, უკრაინაში ქართველი მებრძოლების წაყვანა სწორედ ოპოზიციის ორგანიზებულია და "ფარისეველი, ყალბი პოლიტიკოსები" ამ თემით პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ცდილობენ.
- "ე.წ. ომის და გამყიდველების პარტია დღიდან ომის დაწყებისა უკრაინაში, ცდილობს გარკვეული პროვოკაციების მოწყობას. მათი ორგანიზებული არის ახლაც ამ ადამიანების... სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში. მათი არაერთი პროვოკაცია იქნა არიდებული ჩვენი მთავრობის მიერ", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები