2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს

ფოტო: ამბასადორი
ამბასადორი ბათუმი აილენდმა ხელოვნური კუნძულის დაპროექტება-მშენებლობის ფარგლებში, ხელშეკრულება წამყვან ამერიკულ არქიტექტორულ კომპანიასთან, ShoP Architects-თან გააფორმა. ShoP Architects ამერიკაში 2022 წლის საუკეთესო არქიტექტორულ კომპანიად დასახელდა. მათი დაპროექტებულია ისეთი ცნობილი შენობები, როგორიცაა: მსოფლიოში ყველაზე ვიწრო შენობა მანჰეტენზე 111w 57th street, Brooklyn Tower, Uber-ის სათავო ოფისი, YouTube-ის სათავო ოფისი, Google-ის ოფისი, NBA-ში მოთამაშე Brooklyn Nets-ის არენა Barclays ცენტრი, Uber Air, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოები სხვადასხვა ქვეყანაში, ფულბრაითის უნივერსიტეტი და ა.შ.

მსოფლიოში ყველაზე ვიწრო შენობა მანჰეტენზე, 111w 57th Street
ფოტო: Getty Images
ShoP Architects ამბასადორი ჯგუფის დაკვეთით დააპროექტებს ულტრათანამედროვე მრავალფუნქციურ შენობა-ნაგებობას ბათუმში, ხელოვნურ ნახევარკუნძულზე, რომელიც გააერთიანებს სასტუმრო და საცხოვრებელ ბლოკებს, ბიზნეს ცენტრებს და დასასვენებელ-სარეკრეაციო სივრცეებს.
ShoP Architects-ის მიერ დაპროექტებული შენობა ბათუმში ძალიან მალე მოიპოვებს საერთაშორისო ცნობადობას და აღიარებას, რაც დიდად შეუწყობს ხელს ქალაქის და მთლიანად, ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე და მისი ტურისტული თუ ეკონომიკური პოტენციალის ზრდას.

Uber-ის სათავო ოფისი
ფოტო: Getty images
მიმდინარე წლის სექტემბერში SHoP Arc-ის დამფუძნებლები არქიტექტორების გუნდთან ერთად საქართველოში იმყოფებოდნენ. ისინი შეხვდნენ ამბასადორი ბათუმი აილენდის დამფუძნებლებსა და წარმომადგენლებს, დაათვალიერეს და შეისწავლეს საპროექტო ტერიტორია.
გლობალური არქიტექტორული კომპანია ShoP Architects-ი 1998 წელს დაარსდა ნიუ-იორკში. დღესდღეობით კომპანია 200-ზე მეტ არქიტექტორს აერთიანებს როგორც ამერიკიდან, ისე მსოფლიოს 40 სხვადასხვა ქვეყნიდან. მიღებული აქვს მრავალი ამერიკული და საერთაშორისო ჯილდო არქიტექტურისა და დიზაინის კატეგორიაში, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური კომპანიის პრიზი (2014).
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები