ანდჟეი დუდა

5 Dec. 2022, 18:26

მსურს, ქალბატონ პრეზიდენტს გადავუხადო უდიდესი მადლობა მისი პოზიციის გამო, რომელსაც ის ამჟღავნებს და აფიქსირებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მიმდინარე რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ასევე არიან რუსული აგრესიის მსხვერპლნი. ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი პოზიციის დაფიქსირება და ჩემი დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო. ზურაბიშვილი იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც ისტორიულად და გეოგრაფიულად ხვდება, თუ რა დიდი საფრთხეების შემცველია რუსული აგრესია, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არა მარტო პოლონეთისთვის, საქართველოსთვის და ამიტომ მე ძალიან მადლობელი ვარ ქალბატონი პრეზიდენტის, მისი პოზიციის ღიად დაფიქსირების გამო. რაც მან არა ერთხელ გააკეთა.

პოლონური საზოგადოება, პოლონელები ძალიან დიდ პატივს სცემენ საქართველოს, გვახსოვს, როგორ იცავდა საქართველო თავის ტერიტორიას 2008 წელს, როდესაც. პოლონეთის პრეზიდენტმა, ლეხ კაჩინსკიმ ღია პოზიცია დააფიქსირა, როდესაც 2008 წელს ჩავიდა საქართველოში და მხარდამჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადება ამ აქციაზე, შეიძლება ითქვას, რომ წინასწარმეტყველური იყო — მან თქვა, დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, შემდეგ ბალტიის ქვეყნები და შემდეგ პოლონეთის რიგიც დადგებაო. კაჩინსიმ განაცხადა, რომ თუ ჩვენ არ გავაჩერებთ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, ეს აგრესია უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს და ტუ საერთაშორისო საზოგადოებამ არ გაუწია წინააღმდეგობა ამ აგრესიას, ის უფრო ფართო მასშტაბს მოიცავს. [საზოგადოებრივი მაუწყებლის სინქრონული თარგმანი]


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები
  4. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  5. იმედი: ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ კონტრაქციას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს

მოკლედ: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს…