TOP 10 ბრენდის ჯამური ღირებულება $1,688 ტრილიონს შეადგენს
კომპანიის კაპიტალიზაციაზე გაყიდვებთან, წმინდა მოგების ოდენობასთან და აქტივების მოცულობასთან ერთად, რეპუტაციაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ბრენდის ღირებულება ზოგ შემთხვევაში უფრო მეტია, ვიდრე იმავე კომპანიის ყველა ქარხანა ერთად.
ბრენდის ღირებულების ზრდასთან ერთად, იზრდება კომპანიის მიერ გამოშვებული აქციის ფასიც. მაგალითად, 2021 წელს TESLA-ს ბრენდის ღირებულება 184%-ით გაიზარდა, იმავე წელს $235-დან $356-მდე გაიზარდა TESLA-ს 1 აქციის ღირებულებაც.
ბრენდი გაყიდვების რაოდენობასა და პროდუქციის ფასზე პირდაპირ მოქმედებს. ერთი და იგივე მახასიათებლის ორი პროდუქციიდან თითქმის ყოველთვის ცნობადი უფრო ძვირია.
მთლიანი საბაზრო ღირებულების მსგავსად, პირველ ადგილზე ამ შემთხვევაშიც Apple-ია. visualcapitalist.com-ის ინფორმაციით, აიფონებისა და მაკბუქების მწარმოებლის ბრენდის ღირებულება $355 მილიარდს შეადგენს. მსოფლიო მასშტაბით Apple-ს ყველა ოფისის, ყველა ქარხნის, წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის, ავტომობილის და მთლიანად უძრავ-მოძრავი ქონების ჯამური ღირებულება $352 მილიარდია.
მეორე ადგილს $350 მილიარდით Amazon იკავებს. მისი მთლიანი კაპიტალიზაცია 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით $950 მილიარდს შეადგენს, გამოდის, რომ ბრენდის ღირებულება სრული ღირებულების 36%-ზე მეტია.
სამეულს $263 მილიარდით Google ასრულებს. Amazon-ის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც ბრენდის ღირებულება აქტივების მოცულობას ჩამორჩება, თუმცა მთლიან კაპიტალიზაციაში მაინც დიდი წილი უკავია.
$184 მილიარდით მეოთხე ადგილას Microsoft-ია, 112 მილიარდით მეხუთეზე კი საცალო ვაჭრობის გიგანტი — Walmart.
პირველი 5 კომპანიიდან ხუთივე ამერიკულია და მათი ჯამური ღირებულება $1,264 ტრილიონს შეადგენს. შემდეგი ხუთის — $424 მილიარდს.
ათეულში ასევე შედის: Samsung, Facebook, ICBC (ჩინური ბანკი), Huawei და Verizon (ამერიკული მობილური ოპერატორი).
თუ სფეროების მიხედვით დავითვლით, მაშინ ყველაზე მაღალფასიანი ტექნოლოგიები იქნება. ტექნოლოგიური კომპანიების ბრენდების ჯამური ღირებულება $2 ტრილიონს შეადგენს, ტელეკომუნიკაციების $1 ტრილიონით მეორე ადგილზეა, მესამე ადგილს საცალო ვაჭრობის კომპანიები იკავებენ, რასაც საბანკო სფერო, ენერგეტიკა და საავტომობილო ინდუსტრია მოსდევს.
visualcapitalist.com-ის მიხედვით, მეასე ადგილას მყოფი კანადური ბანკის RBC-ს ბრენდის ღირებულებაც კი $19 მილიარდს შეადგენს, რაც დაახლოებით საქართველოს ეკონომიკის ტოლია.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები