რას პასუხობს მამულაშვილი ღარიბაშვილს
ქართული ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში პრემიერმინისტრის დღევანდელ განცხადებას უპასუხა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერმინისტრი ამტკიცებდა, რომ მედიამ არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელა მისი ნათქვამი უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე და მას არ უგულისხმია, რომ ყველა ვინც იქ იბრძვის, ოპოზიციასთან არის დაკავშირებული.
- თუმცა ღარიბაშვილმა თქვა ისიც, რომ არიან კონკრეტული პირები, მათ შორის, ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი, რომელიც ენმ-ის ყოფილი დეპუტატის, ნონა მამულაშვილის ძმაა.
- მან ხაზი გაუსვა, რომ მამუკა მამულაშვილი საერთაშორისო კონფერენციებში ერთვება და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს.
- "მინდა მივმართო ამ ადამიანს, მამულაშვილს და მისნაირებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულებს, ღმერთმა მოგცეს საშუალება, იომე, მაგრამ ეს პარტიული ჩართვები და მითუმეტეს რამდენიმე ადამიანის პოლიტიკური განცხადებები მოვისმინე თქვენს ტელევიზიებზე, პოლიტიკური განცხადებების კეთება ომის ფრონტიდან მე არ ვიცი რა არის", — თქვა ღარიბაშვილმა.
დეტალები: მამულაშვილმა კი უპასუხა, რომ მისი გადასაწყვეტი არ არის პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს თუ არა.
- "მე მესმის, რომ რუსულ ყაიდაზეა გაზრდილი და მისთვის შეზღუდულია სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა ადამიანის ლაპარაკი, ამაზე არ არის ლაპარაკი. მე მგონია, რომ ცოტა პატივისცემით უნდა მოეპყროს იმ საკითხს, რასაც დღეს ქართული ლეგიონი აკეთებს. ეს არის საქართველოს ინტერესების დაცვა და მეგობრობის გამყარება", — თქვა მან პრემიერმინისტრზე.
- მამულაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდი მისთვის არ არის მისაღები და მოუწოდა, დაიცვან საქართველოს ინტერესები და არ გაატარონ რუსული პოლიტიკა ქვეყანაში.
- "არ ვიცი, რა კომენტარის გაკეთება შეიძლება, როდესაც ადამიანმა არ იცის, რაზე ლაპარაკობს, ეს ერთი. მერე რაც შეეხება კონფერენციას ევროპარლამენტში, არაერთხელ ვყოფილვარ მიწვეული და მილაპარაკია და მგონი, ეს ღარიბაშვილის კომპეტენცია არ უნდა იყოს საერთოდ", — განაცხადა მან.
გარდა ამისა, ნონა მამულაშვილმა დაპოსტა, რომ მის ძმას არაფერი აკავშირებს არც ნაციონალურ მოძრაობასთან და არც სხვა რომელიმე პარტიასთან და პატრიოტია, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრის წინააღმდეგ 14 წლიდან იბრძვის.
- "რაც შეეხება ღარიბაშვილს, ის ამ ქვეყნის, მისი ხალხის და მისი ისტორიის სირცხვილია, რის კომპენსირებასაც სწორედ ჩემი ძმა და მისი მსგავსი ათასობით ღირსეული ქართველი ახერხებს უკრაინაში", — წერს ის.
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
კომენტარები