საქართველოში საოჯახო მომსახურებაზე ქალები კაცებზე 4,9-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ
საქსტატის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა შინამეურნეობისა და ოჯახის წევრებისთვის გაწეულ აუნაზღაურებელ საოჯახო მომსახურებაზე დღეში საშუალოდ 2,1 საათს ხარჯავს. თუმცა, ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 3,4 საათია, ხოლო კაცების — 0,7 საათი.
რატომ არის მნიშვნელოვანი: კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს ქვეყანაში არსებულ გენდერულ უთანასწორობას.
- გაეროს ქალთა ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შედეგებით დასტურდება, საქართველოში ოჯახებში ზრუნვის პასუხისმგებლობების უდიდესი ნაწილი ქალების მხრებზე გადადის.
- ეს ქალებს არა მხოლოდ დასაქმებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს უზღუდავს, ასევე, უზღუდავს დროს სწავლის, სოციალიზაციის, პირადი თუ პროფესიული განვითარებისა და თვითზრუნვისთვის.
კვლევის თანახმად აქტივობებზე დახარჯული დროის მიხედვით, ყველაზე დიდი განსხვავება აუნაზღაურებელი საოჯახო მომსახურების შემთხვევაში შეინიშნება, რომელზეც ქალები, კაცებთან შედარებით, დღეში 4,9-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ.
-
დასაქმებისა და მასთან დაკავშირებული აქტივობების შემთხვევაში სურათი საპირისპიროა — კაცების მიერ დახარჯული საშუალო დრო 1,9-ჯერ აღემატება ქალების ამავე მაჩვენებელს.
- რადგან, ქალების მიერ სახლში გაწეული მეტი შრომა მათ ოფიციალური დასაქმების მაჩვენებელს ამცირებს.
- გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვზე ზრუნვასთან დაკავშირებულ აქტივობებში ჩართულია საქართველოში მცხოვრები დედების 80,2%, რაც 2,1-ჯერ აღემატება მამების ანალოგიურ მაჩვენებელს.
შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა დღე-ღამეში საშუალოდ 11,7 საათს ხარჯავს საკუთარ თავზე ზრუნვასა და მოვლაზე.
- კულტურულ, დასვენების, სპორტულ და მასმედიასთან დაკავშირებულ აქტივობაზე — 4,2 საათს;
- დასაქმებასა და მასთან დაკავშირებულ აქტივობაზე — 2,6 საათს;
- შინამეურნეობისა და ოჯახის წევრებისთვის გაწეულ აუნაზღაურებელ საოჯახო მომსახურებაზე — 2,1 საათს;
- სოციალიზაციაზე, კომუნიკაციაზე, სათემო და რელიგიურ აქტივობებში მონაწილეობაზე — 1,4 საათს;
- საკუთარი საბოლოო მოხმარებისთვის პროდუქციის წარმოებაზე — 0,9 საათს.
დარჩენილი დროიდან შინამეურნეობისა და ოჯახის წევრებისთვის გაწეულ აუნაზღაურებელ ზრუნვის მომსახურებაზე — 0,6 საათს.
- სწავლაზე — 0,3 საათს;
- სტაჟირებაზე, მოხალისეობრივ და სხვა სახის აუნაზღაურებელ შრომაზე — 0,1 საათს.
კვლევაში 3 680 შინამეურნეობა მონაწილეობდა და 6 074 რესპონდენტი გამოიკითხა.
- 15 წლისა და უფროსი ასაკის პირების დროის გამოყენებას ორი სრული დღის განმავლობაში 10-წუთიანი ინტერვალით აღწერდნენ.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები