Mastercard X თავისუფალი უნივერსიტეტი: ფინანსური ტერმინების პირველი განმარტებითი ლექსიკონი უკვე გამოიცა
რამდენიმე თვის წინ, Mastercard-მა კიდევ ერთი ახალი თანამშრომლობა წამოიწყო და თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ფონდთან მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიზანი საქართველოში ფინანსური ცნობიერების ამაღლებაა.
თანამშრომლობის ფარგლებში, Mastercard-ის პარტნიორობით, თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი ქართულ ენაზე. ლექსიკონი 2022 წლის დეკემბრიდანაა ხელმისაწვდომი, როგორც ბეჭდურ, ასევე, ონლაინ ფორმატში. ლექსიკონში განმარტებულია არა მხოლოდ ფართოდ გავრცელებული ფინანსური ტერმინები, არამედ, სრულიად ახალი ტერმინებია დამკვიდრებული — ისინი, რომლებიც აქამდე ბარბარიზმების სახით გვხვდებოდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში, ფინანსური განათლება, საზოგადოების ფართო ნაწილისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ქართულ ენაზე ფინანსური ტერმინებისა და მათი განმარტებების სიმწირე, ამ დრომდე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო, რაც ფინანსური ცოდნის მიღებას ართულებდა.
ფინანსური ლექსიკონის შექმნაზე, ქართული შესატყვისების მოძიებაზე, განმარტებების რედაქტირებასა და გამოცემის სრულყოფაზე, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორებმა, ადმინისტრაციის წევრებმა, სტუდენტებმა და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის გუნდმა იმუშავეს. ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი აერთიანებს 300-ზე მეტი ფინანსურ ტერმინს.
უკვე 22 წელზე მეტია, რაც საქართველოში, Mastercard ოპერირებს. ამ დროის განმავლობაში, ის არა მხოლოდ ფინანსური სერვისებისა და ინსტიტუტების გაძლიერებაზეა ორიენტირებული, არამედ, დაინტერესებულია, ზოგადად, ქვეყნის სოციალური თუ ეკონომიკური განვითარებით. განათლება, Mastercard-ის ინტერესის ერთ-ერთი მთავარი თემაა. სწორედ ამიტომ, ტექნოლოგიური კომპანია თანამშრომლობს ისეთ საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან, როგორებიცაა eCommerce Academy, აზროვნების აკადემია და მრავალი სხვა.
დავით ზღუდაძე, Mastercard-ის რეგიონალური დირექტორი საქართველოსა და სომხეთში:
"Mastercard-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ადამიანების ფინანსური განათლების ხელშეწყობა და ეკონომიკაში ჩართვის შესაძლებლობის ზრდა. ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი კი, ამ მიზნამდე მისვლის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამიერიდან, ნებისმიერი ქართულენოვანი მსურველისთვის ხელმისაწვდომია ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი".
ვატო ლეჟავა, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი:
"თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისთვის, Mastercard-თან თანამშრომლობა და მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტზე მუშაობა, არის სასიხარულო მოვლენა. როგორ უნივერსიტეტების რექტორი, სიამაყით აღვნიშნავ, რომ ამ პროექტში ჩართულები იყვნენ არა მხოლოდ ჩვენი აკადემიური პერსონალი, არამედ სტუდენტებიც. ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი არის პროდუქტი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფინანსური განათლების მიღებას არა მხოლოდ ჩვენი სტუდენტებისთვის, არამედ, ნებისმიერი ადამიანისთვის".
Mastercard-ის შესახებ:
Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 -ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის: www.mastercard.com
თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ფონდის შესახებ:
თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისა და მეგობრების გარშემო ერთიანდება და მიღებული შემოწირულობით ახალგაზრდებს ხარისხიანი განათლების მიღებაში უწყობს ხელს.
ფონდი შეიქმნა თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივით და არ წარმოადგენს თავისუფალ უნივერსიტეტსა და უნივერსიტეტის ყველა კურსდამთავრებულს.
დამატებითი ინფორმაციისთვის: https://www.alumnifund.ge
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
კომენტარები