რუს ოლიგარქ ევტუშენკოვისთვის ჩამორთმეული ქონება უკრაინის სახელმწიფო ფონდს გადაეცა
ინფორმაციას უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ევტუშენკოვი რუსი ოლიგარქია, რომელიც ვლადიმერ პუტინთან არის აფილირებული. მას, ასევე, კონტაქტები აქვს ქართველ ბიზნესმენებთან, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილთან, დავით ხიდაშელთან და ლევან ვასაძესთან.
- აპრილში, სავარაუდოდ, ვლადიმირ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, სადაც ბიზნესგეგმებს განიხილავდნენ, გაჩნდა ეჭვები, რომ ისინი სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობდნენ.
- გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ, უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდა, ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესება განიხილონ.
კიდევ რა ვიცით ევტუშენკოვზე: ის და ალი უზდანოვი, გავრცელებული ჩანაწერების კიდევ ერთი სავარაუდო ფიგურანტი, რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ჰოლდინგის AFK სისტემას ხელმძღვანელები არიან.
- 1998-2006 წლებში ძალადობრივი ჯუგუფის ხელმძღვანელს, ლევან ვასაძე AFK სისტემას კომპანიის სტრატეგიისა და განვითარების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეჭირა.
- 2014 წელს, როცა ევტუშენკოვის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით საქმე იყო აღძრული, თავად პუტინმა განაცხადა, რომ მას ბრალი მოეხსნა.
- 2018 წლის სექტემბერში კი პუტინმა ევტუშენკოვს მადლობა გამოუცხადა "მიღწეული სამსახურებრივი წარმატებებისა და მრავალწლიანი კეთილსინდისიერი მუშაობისთვის".
დეტალები: პირველ სექტემბერს უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ ევტუშენკოვს ქონება ჩამოართვა — 17 უძრავი ქონების ობიექტი საერთო ფართობით თითქმის 100 000 კვადრატული მეტრი, ასევე, წილები რამდენიმე უკრაინულ კომპანიაში. კერძოდ:
- 42,09% — შპს ელექტროზავოდ-ვიტში;
- 59,2% — შპს ITM-Ukraine-ში;
- 59,2% — შპს Smart Digital Solutions-ში;
- 42.09% — ZTZ-Service-ში;
- 34,21% — სს უკრაინის კვლევითი დიზაინისა და ტრანსფორმატორების მშენებლობის ტექნოლოგიური ინსტიტუტში.
ეკონომიკის სამინისტრო წერს, რომ უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ევტუშენკოვისთვის ჩამორთმეულ ქონებას დღეიდან სახელმწიფო ქონების ფონდი განაგებს.
- "უკრაინის ბიუჯეტის შევსებასთან და რუსული აგრესიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ამოცანების განხორციელებისთვის გამოვიყენებთ. ანუ ამ გზით უკრაინა ზარალს თავად აგრესორების ხარჯზე აანაზღაურებს", — აღნიშნა მინისტრმა.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები