აშშ-ში ქალმა უნივერსიტეტი სწავლის დაწყებიდან 71 წლის შემდეგ დაამთავრა
აშშ-ში 90 წლის ქალმა ცოტა ხნის წინ ოცნება აიხდინა და უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი მიიღო. ჯოის დეფოუმ უნივერსიტეტი სწავლის დაწყებიდან 71 წლის შემდეგ დაამთავრა.
დეფოუ ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტში ჯერ კიდევ 1951 წელს ჩაირიცხა, როცა ჯოის ვაიოლა კეინი ერქვა. ახალგაზრდა ჯოისი მაშინ ეკონომისტობას აპირებდა. თუმცა, მერე გეგმები შეიცვალა — ეკლესიაში მომავალი ქმარი გაიცნო და სწავლამაც გვერდზე ჩაიჩოჩა.
"სამწელიწად-ნახევარი ვსწავლობდი, თუმცა, მასთან შეხვედრის შემდეგ უნივერსიტეტის მიტოვება გადავწყვიტე", — იხსენებს დეფოუ.
წყვილს სამი შვილი ეყოლა, მაგრამ მათი ოჯახური იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. ქალი დაქვრივდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი მეორედ იქორწინა.
წლების შემდეგ ჯოისის ოჯახი ისე გაიზარდა, რომ მას ახლა 17 შვილიშვილი და 24 შვილთაშვილი ჰყავს. სწორედ ოჯახის წევრებმა უბიძგეს, ათწლეულების წინ დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა და სწავლა დაესრულებინა.
"მგონი, სადღაც ვახსენე, რომ სწავლის მიტოვებით უკმაყოფილო ვიყავი", — ჰყვება დეფოუ, — "ჩემმა შვილებმა კი მირჩიეს, უნივერსიტეტში დავბრუნებულიყავი".
ასე და მაგვარად, 80 წელს გადაცილებული ჯოისი ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტში დაბრუნდა და ლექციებზე დასწრება განაგრძო.
"როცა სასწავლებელში დაბრუნების თაობაზე დავრეკეთ და გაიგეს, 50-იანებში ჩარიცხულ სტუდენტზე იყო საუბარი, გაოგნდნენ", — იხსენებს დეფოუს შვილიშვილი.
ალბათ გაოცება არც ჯოისს აკლდა, რადგან ამჯერად კამპუსებში ხეტიალის ნაცვლად კომპიუტერის ეკრანიდან მოუხდა ლექციების მოსმენა. საგანგებოდ ამ საქმისთვის, ქალმა თანამედროვე ტექნოლოგიებით სარგებლობაც ისწავლა.
თუმცა, ყველაფერი ასე მარტივადაც არ ყოფილა. დეფოუს, რა თქმა უნდა, ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა სწავლის პროცესში. ამბობს, ზოგჯერ ვფიქრობდი, საერთოდაც დამენებებინა თავიო. თუმცა, ოჯახში, სამეგობროში და სასწავლებელში ქალს მუდმივად ამხნევებდნენ და დანებების უფლებას არ აძლევდნენ.
უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი, ჯუდი სანტაკატერინა, ერთ-ერთი იყო, ვინც დეფოუს გულშემატკივრობდა. მისი თქმით, ჯოისი ძალიან მოწესრიგებული სტუდენტი გახლდათ. ამდენად, შრომისმოყვარეობამ შედეგიც გამოიღო — უნივერსიტეტში დაბრუნებიდან სამი, ჩარიცხვიდან კი მთელი 71 წლის შემდეგ ჯოის დეფოუმ ბაკალავრის ხარისხი მიიღო.
"ძალიან სასიამოვნოა, როცა დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვან", — ამბობს ჯოისი ახლა, — "არ დანებდეთ. ვიცი, რომ შეიძლება სირთულეს წააწყდეთ, თუმცა, ცხოვრებაში ყველა საქმეს თან ახლავს მარცხი და წარმატება".
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
კომენტარები