გაბრიელიუს ლანდსბერგისი

12 Dec. 2022, 15:56

როდესაც საუბარია წევრობის სტატუსზე, სამწუხაროა იმის ნახვა, რომ საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნები, როგორიცაა მოლდოვა და უკრაინა, სხვადასხვა ლიანდაგზე დგანან. ლიეტუვა ყოველთვის აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას, რათა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თქვენთვის სწრაფ გზაზე დაბრუნების გასაღები კვლავ საქართველოს მთავრობის ხელშია. მე ძალიან მსურს, ვიხილო საქართველოს მთავრობის უფრო პროაქტიული მოქმედება, მეტი ენერგია, მეტი სიმტკიცე კანდიდატის სტატუსზე გადასვლისთვის. ჯერჯერობით ჩვენ არ გვინახავს იმედისმომცემი ნაბიჯები. პროგრესს, რომელიც, როგორც ვახსენე, გადაიყვანს საქართველოს გაწევრიანების მატარებელს უფრო სწრაფ ლიანდაგზე, არ მიუღწევია მათთან, ვისაც მხარდაჭერის დიდი სურვილი ექნება.

თქვა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების მინისტერიალისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე. ლანდსბერგისის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  2. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  3. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  4. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  5. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა

რა ხდება: კაცი, რომელიც აქციაზე დასასწრებად თბილისში საჩხერიდან ჩამოვიდა, გაუჩინარდა. ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე…