ედუარდ სააკაშვილი

12 Dec. 2022, 21:27

მე ყოველთვის არ შემიძლია მამა ვნახო, როცა ვხედავ მას, როდესაც მაქვს საშუალება ვხედავ მას, მაგრამ ესეც ძალიან რთულია. როდესაც ვხედავ სულ უფრო სუსტადაა, სულ უფრო მძიმედაა, ადამიანი, რომელიც იყო ენერგიული, ამბიციური, ქარიზმატული, მოუსვენარი ასეთ მდგომარეობაში. ჩვენ შეშფოთებულები ვართ სამედიცინო ანგარიშებით და ვხედავთ საკმაოდ მძიმე სურათს და სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება. მისი პატიმრობის დაწყებიდან, არაჯეროვნად მკურნალობენ. 6 თვეა საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა გაუარესდა. არ ვფიქრობთ, რომ სიტუაცია უიმედოა, როდესაც ბრიუსელში ჩავდივართ, სტრასბურგში ჩავდივართ ვხედავ მზარდ მხარდაჭერას პოლიტიკური სპექტრის მხრიდან, რომ ხდება აღიარება, რომ სიტუაცია, რომელიც დღეს არის მამაჩემთან დაკავშირებით, უნდა შეიცვალოს. ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება მამაჩემს, მიხეილ სააკაშვილს გარდაიცვალოს ციხეში ან გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს მის ჯანმრთელობას. ჩვენ უნდა გავუძლოთ ამ რთულ პერიოდს, ჩვენი ოჯახის ისტორიაში...

გამოსავალი მარტივია, რეალური შესაძლებლობა არსებობს, საქართველოს მთავრობამ სწორი ნაბიჯი გადადგას და მისცეს საშუალება, საზღვარგარეთ იმკურნალოს. ვფიქრობ, რეალური შანსი გვაქვს ახლა ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით ევროპიდან მზარდი კონსენსუსის ფონზე საქართველოსა და ევროპაში, სიტუაცია ძალიან მძიმეა და ის უნდა შეიცვალოს. შემდეგ რა მოხდება ჯერ განსაზღვრული არ არის. ეს დამოკიდებულია ყველა ჩვენგანზე — ოჯახზე, ადამიანებზე, რომლებიც თანხმდებიან იმაზე, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს და მამაჩემის სიცოცხლე უნდა გადარჩეს და მისი ჯანმრთელობა უნდა იყოს შენარჩუნებული. [ფორმულას სინქრონული თარგმანი]

ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა სტრასბურგში, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  2. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  3. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  4. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  5. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა

რა ხდება: კაცი, რომელიც აქციაზე დასასწრებად თბილისში საჩხერიდან ჩამოვიდა, გაუჩინარდა. ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე…