ევროპარლამენტარებმა და სააკაშვილის ოჯახის წევრებმა სტრასბურგში პრესკონფერენცია გამართეს — რა გავიგეთ
პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დანჯელომაც.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო პერიოდია, სააკაშვილის ოჯახის წევრები, ექიმები და ადვოკატები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობენ და საზღვარგარეთ მის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.
- ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცენტრ ემპათიის დასკვნაში ნათქვამია, რომ "მოსალოდნელია კომა და სიკვდილი".
- სწორედ ჯანმრთელობის გაუარესების გამო სააკაშვილის სასამართლო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. მან პროცესზე დასწრება ვერც ამჯერად მოახერხა.
დეტალები: სტრასბურგში იმყოფებიან სააკაშვილის შვილი ედუარდ სააკაშვილი, დედა გიული ალასანია და ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი.
- პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ევროპარლამენტარებმა ანა ფოტიგამ და მირიამ ლექსმანმა.
ედუარდ სააკაშვილის განცხადებით, ოჯახს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიშობს და "რამე საშინელების" თავიდან არიდებისთვის გამოსავალი მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელებაშია.
- " ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება მამაჩემს, მიხეილ სააკაშვილს გარდაიცვალოს ციხეში ან გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს მის ჯანმრთელობას. ჩვენ უნდა გავუძლოთ ამ რთულ პერიოდს". [ფორმულას თარგმანი]
- "ადამიანი, რომელიც იყო ენერგიული, ამბიციური, ქარიზმატული, ნელ-ნელა ქრება. ოჯახის წევრები ძალიან შეშფოთებულები და ანრვიულებულები ვართ ამის გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება". [მთავარი არხის თარგმანი]
ადვოკატმა ქართულ ოცნებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი.
- დანჯელომ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს აძლევენ წამლებს, რომლებიც არ არის რეგისტრირებული საერთაშორისო სააგენტოების მიერ.
- "მე მაქვს, მასთან ურთიერთობა და მაქვს ურთიერთობა ექსპერტებთან, კობისთან და დოქტორ სმიტთან. ისინი წერენ ანგარიშებს და შეადგინეს ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი არამხოლოდ ნაწამები იყო და მოწამლული, მას აძლევენ წამლებს, რომლებიც არ არის რეგისტრირებული საერთაშორისო სააგენტოების მიერ";
- "მას სჭირდება სასწრაფო დახმარება იმისისთვის, რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს და ბიძინა ივანიშვილმა უნდა გადადგას ნაბიჯი, რომ შეარბილოს ის პოლარიზაცია, რომელიც არსებობს დღეს საქართველოში და ხელი შეუწყოს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამკურნალოდ". [მთავარი არხის თარგმანი]
ევროპარლამენტარები: ლექსმანის განცხადებით, არის იურიდიული საფუძველი, რომ სააკაშვილი გათავისუფლდეს მისი ჯანმრთელობის გამო.
- "დავიწყებ საქართველოს ევროპული მომავლით — ჩვენ ვიცით, რომ ეს გახლავთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი და ჩვენ გვინდოდა დახმარება აღმოგვეჩინა საქართველოსთვის";
- "ჩვენ ასევე ვიცით, რომ პირობები, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, იმისთვის, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი - ორი პირობა გულისხმობს, თავისუფალ სასამართლო სისტემას და ბრძოლას პოლარიზაციის წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე და მისი გათავისუფლება სამართლებრივ საფუძველზე ამ ორივე საკითხს უკავშირდება". [ფორმულას თარგმანი]
- რაც შეეხება ფოტიგას, მან ისაუბრა, რომ ევროპარლამენტარებისთვის მნიშვნელოვანია, სააკაშვილის ნახვის საშუალება ჰქონდეთ.
- ფოტიგამ ზურაბიშვილსა და ოცნებას მიმართა და მოუწოდა, სააკაშვილი ჰუმანიტარულ საფუძველზე გაათავისუფლონ.
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები