ნიკა მელია

13 Dec. 2022, 23:34

ხვალ, 14 დეკემბერს, 11:00 საათზე, გაიმართება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი. ხვალ, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას ექნება საშუალება, უკანასკნელი 7 თვის განმავლობაში პირველად იხილოს და მოუსმინოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს. მიხეილ სააკაშვილისა და მისი დაცვის მხარე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ კლინიკაში მისი მდგომარეობა ნაცვლად გაუმჯობესებისა, უარესდება. ითხოვდა მასთან ექიმებისა და ექსპერტების დაშვებას და ხვდებოდა ამ გზაზე წინააღმდეგობას, თუმცა ექსპერტიზა განხორციელდა — სიმართლე გაიგო მსოფლიომ და სიმართლეს ვეღარც ქართული ოცნება მალავს. მათ იციან, რომ ხვალ მიხეილ სააკაშვილის ხილვა, მათ ნარატივსა და სიცრუეს დააყენებს ყირაზე, მათ იციან რომ საზოგადოებას ექნება სწორი რეაქცია. სწორედ ამიტომ, 1 საათის წინ გამოდის არაერთი სიცრუისა და უკანონობის დამკანონებელი ე.წ. იუსტიციის მინისტრი და აცხადებს, რომ "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე", როგორც წინა ჯერზე, ახლაც მოხდება გარკვეული კადრების გასაჯაროება, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი "სიმულირებს", ხელს უშლის სამართალწარმოებას და ხელს უშლის მკურნალობას. მისთვის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, არის ოლიგარქის ინტერესი — არ არსებობს მისთვის სხვა საზოგადოება! თუმცა ამასთანავე უკვე ხვდება, რომ ქართულ საზოგადოებას სწორი რეაქცია ექნება!

განცხადებას ნიკა მელია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ხვალ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული. უცნობია, მიყვანენ თუ არა ყოფილ პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე. 9 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, სააკაშვილის დისტანციურად დასწრების შესახებ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  3. "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
  4. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე
  5. რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გოჩა ჯავახიშვილი: მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს

ჩემი დუმილით გამოწვეული ეჭვი რომ გავფანტო საქართველოს ევროპულ მომავალზე ჩემს დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, ევროპის…