დავით ქაცარავა

14 Dec. 2022, 01:21

როცა ქოცი მთავრობა აპელირებს, რომ თურმე მშვიდობა არის და სტაბილურობა ამ ქვეყანაში, მე მინდა ვთხოვო მათ, ვკითხო მათ, რას ეძახიან ისინი სინამდვილეში მშვიდობას? იმას, რომ, ფაქტობრივად, რუსი ოკუპანტი გვართმევს მიწა-წყალს,ხომ? მე შემიძლია გავუძღვე, თუ მათ არ იციან, შემიძლია, გავუძღვე და ვაჩვენო ის ტერიტორიებიც, ამ ბოლო წლების განმავლობაში ასობით და ათასობით ჰექტარი წაგვართვეს რუსებმა. მე შემიძლია, ასობით ადამიანი გავაცნო, რომლებსაც ყოველდღიურად იტაცებენ რუსი ოკუპანტები, რომლებსაც ათიდან რვა ადამიანს სასტიკად სცემენ რუსები და ისე აშინებენ, რომ მერე ისინი ვეღარ ბედავენ ამაზე საუბარს — ამას ეძახიან ესენი მშვიდობას და სტაბილურობას? ეს არის, ბატონო ქოცებო, თქვენთვის მშვიდობა? ჩვენ უბრძოლველად გვართმევენ მიწებს. მე დიდი ხანია ვსაუბრობ იმაზე, რომ მზადდება ახალი ოკუპაციის ტალღა, რომელიც მოიცავს 208 კვადრატულ კილომეტრს, იმ ტერიტორიებისა, რომლებიც არ შედის ე.წ სამხრეთ ოსეთის, სამაჩაბლოს ადმინისტრაციულ საზღვრებში. 208 კვადრატული კილომეტრი, რომელსაც უკვე სეპარატისტული რეჟიმი რუსეთის მხარდაჭერით ამზადებს ოკუპაციას — ეს არის თქვენი მშვიდობა? თქვენ ზურგს აქცევთ ამ რეალობას. როგორ იცავთ თქვენ მშვიდობას, რომელიც ოთხი რეგიონიდან, რომელიც ესაზღვრება ოკუპაციის ხაზს, სამი არის აბსოლუტურად დაუცველი. მე რასაც ვამბობ შემიძლია, ეს ყველაფერი ხვალვე გაჩვენოთ, ხვალვე დაგიმტკიცოთ. სინამდვილეში, მშვიდობისთვის არაფერს აკეთებთ, ეს არ არის მშვიდობა, ეს არის უღირსი საქციელი კოლაბორაციონისტი მთავრობის, რომელიც, სინამდვილეში, ხელს უწყობს რუსს საქართველოში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ბრიყვულ განცხადებას ბრიყვები აკეთებენ, ხართ ბრიყვი?" — თეა წულუკიანი მამუკა ყურაშვილს5834 ნახვა
  2. პარლამენტთან აქციაზე, სადაც თეა წულუკიანის კომისიის მიერ 2008 წლის ომის გმირების შეურაცხყოფას აპროტესტებენ, 2 მონაწილე დააკავეს1753 ნახვა
  3. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა1709 ნახვა
  4. თენგიზ შარმანაშვილი: შემოჭრა ჩრდილოეთიდან [რუსეთიდან] მოხდა იმის გამო, რომ როკის გვირაბთან სამხედროებს თავისი ამოცანა არ შეასრულებინეს1337 ნახვა
  5. ზაზა გოგავა: "გამორიცხული იყო [ომის თავიდან აცილება]"1202 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი ტელეკომპანია "იმედს" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი ტელეკომპანია "იმედს" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება 27…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~