გალტ & თაგარტმა საქართველოს საფონდო ბირჟაზე მიკრო ბიზნეს კაპიტალის 15 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა
გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, მიკრო ბიზნეს კაპიტალმა საქართველოს საფონდო ბირჟაზე 15 მილიონი ლარის მოცულობის ორწლიანი ობლიგაციები განათავსა. ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პირველი ემისიაა, რომლის სრულად დაფარვა 2024 წლის 13 დეკემბერს მოხდება.
მიკრო ბიზნეს კაპიტალის წარმომადგენლების განცხადებით, ფასიანი ქაღალდების წლიური ფიქსირებული განაკვეთის მოცულობა TIBR3M + 450 bps (3 თვიან თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთს დამატებული 450 საბაზისო პუნქტი) შეადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ ობლიგაციების განთავსება საქართველოს საფონდო ბირჟაზე მოხდა, დარიცხული პროცენტი გათავისუფლებული იქნება გადასახადისგან.
კომპანიამ საკრედიტო რეიტინგი Scope Ratings-ისგან მიიღო და ის B+ დონით განისაზღვრა.
აღნიშნული ობლიგაციების ტრანზაქცია მიკრო ბიზნეს კაპიტალისა და გალტ & თაგარტისთვის რიგით 1-ლი ერთობლივი წარმატებული განთავსებაა.
ობლიგაციების მიმართ, ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან, მაღალი ინტერესი დაფიქსირდა. ლარის სხვა საჯარო ობლიგაციების მსგავსად, ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკში იქნება დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციულ ბანკებს ლარის დამატებითი რესურსის ხელმისაწვდომ ფასში მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.
"ლარის ობლიგაციების გამოშვებაზე კომპანიამ მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და 2020 წელს Scope Ratings-ის საკრედიტო რეიტინგი, B+ სტაბილურიც მოიპოვა. სამწუხაროდ, კოვიდ პანდემიის გამო, 2020 წელს ობლიგაციების გამოშვება ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, კომპანიამ შეინარჩუნა B+ რეიტინგი და Galt & Taggart-თან ერთად წარმატებით მოახერხა პოტენციურ მყიდველებთან მოლაპარაკების მიღწევა. 15 მილიონი ლარის არაუზრუნველყოფილი ობლიგაციების ემისიით შევძლებთ უზრუნველყოფილი ვალდებულებების ჩანაცვლებას და მოზიდული სახსრების დივერსიფიკაციას. მოხარულები ვართ, რომ მცირე წვლილს ჩვენც შევიტანთ საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას", — განაცხადა მიკრო ბიზნეს კაპიტალის ფინანსურმა დირექტორმა, თათია ჯაჯანაშვილმა.
"მოხარული ვარ აღვნიშნო გალტ & თაგარტის როლი მიკრო ბიზნეს კაპიტალის ობლიგაციების განთავსებაში და მივულოცო კომპანიას რიგით პირველი წარმატებული განთავსება. ვიმედოვნებთ, მომავალში არაერთი მსგავსი ტრანზაქცია განხორციელდება, რაც ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლარის ობლიგაციების ემისიებისთვის. მსურს, ჩვენს კოლეგებთან ერთად, მორიგი წარმატება მივულოცო გალტ & თაგარტის მთელ გუნდს. გალტ & თაგარტი საქართველოს ბაზარზე წლებია საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს, როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან", — განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები