ალდაგი საქართველოსა და რეგიონში ახალ მიმართულებას აპოზიციონირებს
სადაზღვევო კომპანია ალდაგი საერთაშორისო გადაზღვევის მიმართულებას აფუძნებს. ეს არის პირველი შემთხვევა ინდუსტრიაში, როდესაც სადაზღვევო კომპანია მიჯნავს დაზღვევისა და გადაზღვევის მიმართულებებს და ორივე სეგმენტში იქნება წარმოდგენილი. ალდაგის მენეჯმენტის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზანია, ალდაგი ჩამოყალიბდეს, როგორც რეგიონული აქტორი, რომელიც თავისი ფინანსური სტაბილურობით, დაეხმარება ადგილობრივ და რეგიონულ მზღვეველ კომპანიებს რისკების გადაზღვევაში. ალდაგის ორი მიმართულება, დაზღვევისა და გადაზღვევის ბიზნესი, იფუნქციონირებს დამოუკიდებლად.
ალდაგის გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება გადაზღევის მიმართულების ჩამოყალიბების შესახებ კომპანიის სტაბილურმა განვითარებამ და რეგიონში არსებულმა შესაძლებლობებმა განაპირობა.
"ვინაიდან დღეს საერთაშორისო გადაზღვევის ბაზარი მკვეთრად შეიზღუდა და მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები გადაზღვევაზე, კომპანიებს ჩვენს რეგიონში, უჭირთ სტაბილური პარნიტორების მოძიება და რისკების გადაზღვევა. ფინანსური სტაბილურობისა და მდგრადობის გათვალისწინებით, ალდაგს აქვს რესურსი და ამბიცია, რომ მყარად იყოს წარმოდგენილი გადაზღევის ბიზნესში და გახდეს საიმედო პარტნიორი როგორც საქართველოს, ისე რეგიონული მოთამაშეებისთვის", — განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა.
კომპანიამ ბოლო ორი კვარტლის განმავლობაში აქტიური სამუშაო გაწია გადაზღვევის გუნდის ჩამოყალიბებისა და ბაზრის კვლევის კუთხით და დღეს უკვე ჰყავს პირველი მზღვეველი კლიენტები რეგიონიდან. ალდაგი დაინტერესებულია არასიცოცხლის დაზღვევის ყველა პროდუქტით და აპირებს მაქსიმალურად გამოიყენოს როგორც საქართველოში, ისე რეგიონში არსებული პოტენციალი.
ალდაგი პირველი და ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სადაზღვეევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 1990 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ სტაბილურად ვითარდება. არასიცოცხლის დაზღვევის ბიზნესში მას ჰყავს ანდერაიტერების ყველაზე გამოცდილი გუნდი, რომელთა კომპეტენცია რისკების შეფასების მიმართულებით არასიცოცხლის დაზღევევის (P&C) ყველა სეგმენტში გამორჩეულია. დღეისათვის ალდაგი წარმოადგენს ფინანსურად მდგრად, სტაბილურ კომპანიას, რომელიც ფლობს სადაზღვევო ბაზრის მნიშვნელოვან წილს. ალდაგს აქვს კომპლექსურ სადაზღვევო პროდუქტებსა და გადაწყვეტებზე მუშაობის 32 წლის გამოცდილება და განსაკუთრებული მიღწევები როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებაში.
ალდაგის 100%-ს ფლობს FTSE 250-ის წევრი და ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში დალისტული საინვესტიციო კომპანია GEORGIA CAPITAL. ალდაგის პორტფელი დივერსიფიცირებულია სხვადახვა პროდუქტების მიხედვით- ეს არის
პასუხისმგებლობა, აგრო, ავტო დაზღვევები, ქონების დაზღვევა და სხვა. კომპანიაში არსებული კორპორაციული მმართველობის სტანდარტები სრულად შეესაბამება მსოფლიოში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს. ალდაგის გადახდისუნარიანობის კოეფიციენტი (solvency ratio) 200%-მდეა. კომპანიის ფინანსურ აუდიტს 15 წელზე მეტია უზრუნველყოფს მსოფლიოს წამყვანი აუდიტორული კომპანია Ernst and young.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები