NGO-ები ევროკომისიას რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობის გაზრდას სთხოვენ
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის ერთობლივი განცხადებით მიმართავს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 23-24 ივნისს გამართულმა ევროპულმა საბჭომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებიდან მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა.
- სამივე ქვეყანას გადაეცა კონკრეტული რეკომენდაციები და მათი შესრულება დაევალათ.
- საქართველოს შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობა სწორედ 12 რეკომენდაციის შესრულებაა.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ევროინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადენს ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გასაზრდელად.
- "მიგვაჩნია, რომ მმართველ ძალას სრული პასუხისმგებლობა აკისრია რეკომენდაციების შესრულებაზე";
- "ერთის მხრივ, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ შეასრულებს წევრობის სტატუსის მიღებისთვის წინაპირობად წაყენებულ რეკომენდაციებს";
- "მეორეს მხრივ, კი საზოგადოებაში დიდი მსჯელობის საგანია, საქართველოს მთავრობის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები რეალურად მოუპოვებს თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რადგან ამ ეტაპზე მთავრობის მხრიდან არ ჩანს სათანადო პოლიტიკური ნება და მზაობა სრულყოფილად შეასრულოს კანდიდატის სტატუსის წინაპირობად წარმოდგენილი 12 რეკომენდაცია", — წერენ ორგანიზაციები.
გარდა ამისა, NGO-ები წერენ, რომ მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, ევროკომისიის მხრიდან გაიზარდოს რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობა, რაც მათ შორის ქვეყნის რეალობის გათვალისწინებით, შედეგზე ორიენტირებული რეფორმებისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასა და დეოლიგარქიზაციის კანონმდებლობის რეალური პრობლემის წინააღმდეგ მიმართვას მოითხოვს.
- "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოგმართავთ თხოვნით, საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოების დაგეგმილი ანგარიშის გარდა, ასევე განიხილოთ შუალედური ანგარიშის 2023 წლის მარტისთვის მომზადების შესაძლებლობა";
- "ამასთან ერთად, რეკომენდაციების შესრულების პროცესში მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შუალედური ნიშნულებისა და ვადების შემოტანა, რაც თავის მხრივ, აამაღლებს ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების ხარისხს და ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციებია საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო; ღია საზოგადოების ფონდი; საქართველოს სასამართლოს გუშაგი;
- დემოკრატიის მცველები; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი; ევროპულ-ქართული ინსტიტუტი;
- სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი; კავშირი საფარი; ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო;
- მედიის განვითარების ფონდი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; ადამიანის უფლებათა ცენტრი.
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
-
გადახედვაო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
-
გადახედვაგანათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით განათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით
-
გადახედვაროგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით როგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით
-
-
გადახედვაკანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები კანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები
-
გადახედვა"შევხვდით დაკავებულ 16 პირს, სამი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე მიუთითებს, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისიც" — სახალხო დამცველის აპარატი "შევხვდით დაკავებულ 16 პირს, სამი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე მიუთითებს, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისიც" — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვასაიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია? საიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია?
კომენტარები