შალვა ხაჭაპურიძე

14 Dec. 2022, 22:21

ამას უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ანუ თავად პატიმრის ნებართვის გარეშე მოხდა ამ ვიდეომასალის, ანუ პერსონალური მონაცემების, გასაჯაროება. მერე ამას დავამატოთ ის, რომ დამონტაჟებულია, შეერთებულია, სხვადასხვა პერიოდებია და თუ ამაზე დავა დადგება და დამერწმუნეთ, დადგება დრო ამისთვისაც მოვიცლით, ამ გავრცელებულ ვიდეომასალას ჩაუტარდება ექსპერტიზა და ექსპერტიზა დაადგენს ამ ვიდეომასალის... შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ არის მონტაჟი, ზაფხულის პერიოდი, შემოდგომის პერიოდი, ზამთრის პერიოდი შეერთებულია და წარმოჩენილია იმ რაკურსით და იმ მდგომარეობით, როგორიც ხელისუფლებას აწყობდა.

გუშინვე საღამოს უკვე ცხადი იყო ბატონ რატი ბრეგაძის განცხადებით, რომ ისინი დღეს არანაირი პროცესის გამართვას არ აპირებდნენ და პროცესის ჩაშლის შემდგომ აი, ამ კადრების, დამონტაჟებული კადრების, გამოქვეყნებას გეგმავდნენ. ქართულ პოლიტიკაში ეს, სამწუხაროდ, არახალია, ძველია. ჩვენ არაერთხელ გვინახავს მსგავსი მანიპულაციები, თუმცა მიზანი ამის გახლავთ ერთი — თუ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მოვიდოდა ან მას ჩართავდნენ, მაშინ საზოგადოება დაინახავს მის ვიზუალურ მდგომარეობას, თუმცა ამით ახლა ხელისუფლება გვეუბნება, რომ იცით რა, ის სიმულანტობს, სინამდვილეში, არის კარგად, მაგრამ მე მათ უნდა ვუთხრა, რომ ისინი შეცდნენ.

პირიქით, ამ კადრებს ვინც უყურებს, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ვგულისხმობ და არა პოლიტიკურად ანგაჟირებულს და ბოტებს და ა.შ., პირიქით, ეს არის მტკიცებულება რომ ეს ადამიანი ცუდად არის. ჩვენ ვითხოვთ, მოგვეცით შესაძლებლობა, ჩატარდეს სასამართლო პროცესი, სასამართლო პროცესზე ექსპერტები გააჟღერებენ იმ დიაგნოზებს, რა დიაგნოზებიც აქვს დასმული ბატონ სააკაშვილს, იქნება ეს ნევროლოგიური კუთხით, გასტროლოგიური კუთხით და ასე შემდეგ.

ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა ფორმულასთან ისაუბრა. პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაასაჯაროვა. ვიდეომასალას არ აქვს არც ხმა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ბრიყვულ განცხადებას ბრიყვები აკეთებენ, ხართ ბრიყვი?" — თეა წულუკიანი მამუკა ყურაშვილს6256 ნახვა
  2. პარლამენტთან აქციაზე, სადაც თეა წულუკიანის კომისიის მიერ 2008 წლის ომის გმირების შეურაცხყოფას აპროტესტებენ, 2 მონაწილე დააკავეს1778 ნახვა
  3. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა1722 ნახვა
  4. თენგიზ შარმანაშვილი: შემოჭრა ჩრდილოეთიდან [რუსეთიდან] მოხდა იმის გამო, რომ როკის გვირაბთან სამხედროებს თავისი ამოცანა არ შეასრულებინეს1337 ნახვა
  5. ზაზა გოგავა: "გამორიცხული იყო [ომის თავიდან აცილება]"1214 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი ტელეკომპანია "იმედს" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი ტელეკომპანია "იმედს" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება 27…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~