საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას მიქსერმა ხმა არ მისცა
რეზოლუციას ევროპარლამენტში გუშინ, 14 დეკემბერს მიიღეს, მას მხარი რეგისტრირებული ევროპარლამენტარებიდან 430-მა დაუჭირა, 52 მოწინააღმდეგე იყო, ხოლო 126-მა კი თავი შეიკავა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რეზოლუციის მომხსენებელი, სვენ მიქსერი სწორედ იმ 126 დეპუტატს შორის იყო, ვინც თავი შეიკავა.
- მიქსერი სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფი წევრია, რომელიც ქართული ოცნების პარტნიორია.
- მისი თქმით, პლენარულ სხდომაზე წარდგენილმა ზოგიერთმა ცვლილებამ დაარღვია ბალანსის პრინციპი ტექსტის საბოლოო ვარიანტში.
დეტალები: აცხადებს, რომ განაგრძობს იმ ტექსტის მხარდაჭერას, რომელსაც კომპრომისული ვარიანტი ერქვა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმების საგანი იყო ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე.
- "ჩემი აზრით, მსჯელობის შედეგად, მაშინ მივაღწიეთ საკმაოდ კრიტიკულ, მაგრამ ამავე დროს, დაბალანსებულ ტექსტს. პლენარულ სხდომაზე წარდგენილმა ზოგიერთმა ცვლილებამ დაარღვია ბალანსის პრინციპი ტექსტის საბოლოო ვარიანტში";
- "მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია ძალიან მკაფიოდ თითოეულ წარმოდგენილ ცვლილებაზე და ზოგს მხარი დავუჭირე, ზოგიერთის წინააღმდეგ წავედი და ზოგზეც თავი შევიკავე. მთლიანი ტექსტის ტონი და სულისკვეთება პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილმა და მიღებულმა ცვლილებებმა შეცვალა", — თქვა მიქსერმა პირველი არხის ცნობით.
- ამბობს, რომ ყველაზე გადაუდებელი საკითხია ჰუმანიტარულ ნიადაგზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
- "თუ ევროპარლამენტი ერთ დოკუმენტში მიხეილ სააკაშვილის, მთავარი ოპოზიციური პარტიის ყოფილი ლიდერის, ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვს და ზუსტად იგივე ტექსტი მოითხოვს და გასცემს რეკომენდაციას, რომ ბიძინა ივანიშვილს, ყოფილ პრემიერს პერსონალური სანქცია დაუწესდეს, ჩემი აზრით, ეს ართულებს მთლიან სიტუაციას, ართულებს ჩვენი მოთხოვნისა და მოწოდების გათვალისწინების პროცესს, ჩვენი, როგორც მიუკერძოებელი ფასილიტატორის როლს, რათა შევამციროთ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზება", — აცხადებს ის.
გარდა ამისა, მიქსერი აღნიშნავს, რომ დიდი ინვესტიცია ჩადო ტექსტის მოსამზადებლად — "ორივე მხრიდან შევხვდი ყველა პოლიტიკურ აქტორს. ვფიქრობ, ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, თუ ჩვენ გვინდა, მივაღწიოთ შედეგს".
- "ჩვენ უნდა ვიყოთ რეზულტატზე ორიენტირებული, მომთმენი და გამოვიყენოთ დიპლომატიური ხერხები შედეგების მისაღწევად. მით უმეტეს, რომ ზოგიერთი შედეგი გადაუდებელი აუცილებლობისაა და ახლა გვჭირდება, რომ ეს შედეგი დადგეს — ეს არის სააკაშვილის გათავისუფლება, რადგან მიხეილ სააკაშვილი ამ პროცესებს ვერ დაელოდება", — ამბობს ის.
შესწორებები: რეზოლუციაში შევიდა ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის შესწორება ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით. რეზოლუციით ევროპულ საბჭოს სთხოვენ, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს. ასევე ქართული ოცნების დამფუძნებელი მოხსენიებულია ოლიგარქად.
- ასევე შევიდა კიდევ ერთი ცვლილება, რომლითაც გამოთქმულია შეშფოთება სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი "კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება" ამ საკითხის გადასაწყვეტად.
- ზურაბიშვილს ასევე მოუწოდებენ შეიწყალოს მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები