თეა წულუკიანი

15 Dec. 2022, 15:34

ყველამ ვიცით, რომ ევროპარლამენტში რეზოლუციის ინიციატორი და ავტორი გახლავთ დეპუტატი მიქსერი. მიქსერმაც კი თავისივე შექმნილ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. ამ ტექსტში შევიდა ისეთი ცვლილებები კუბილიუსისა და კიდევ სხვა მსგავსი უპასუხისმგებლო დეპუტატების მხრიდან, რომ თავად მიქსერმა მხარი არ დაუჭირა თავისსავე ტექსტს. უპრეცედენტო ფაქტი შედგა. არ მომერიდება და პირდაპირ ვიტყვი, ჩვენთვის ამ რეზოლუციას აქვს ჩალის ფასი.

უფრო მეტიც, მე ამ რეზოლუციას სერიოზულად ვერ აღვიქვამ, რადგან ეს არის რეზოლუცია, რომელიც ამბობს – თურმე საქართველომ თავზე ხელი უნდა გადაუსვას კრიმინალ სააკაშვილს. სააკაშვილის ხელისუფლების დროს ნაწამები, განადგურებული და გარდაცვლილი არაერთი ადამიანი ვიცით. თურმე ამ ადამიანს, რეზოლუციის თანახმად, თავზე ხელი უნდა გადავუსვათ და სამაგიეროდ, დავსაჯოთ ბიძინა ივანიშვილი. ეს სახარხაროა და ვერ აღვიქვამ სერიოზულად. ეს რეზოლუცია საქართველოში ევროპარლემენტის რეპუტაციას ძალიან მძიმე ზიანს აყენებს, გარდა იმისა, რომ სამწუხაროა, უბრალოდ, არავითარი ფასი და წონა არ აქვს ჩვენს თვალში


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები
  3. მთავრობის პროპაგანდისტი: ჩემი ადგილი ევროპაშია, მაგრამ ევროპა ჩემთვის ევროკავშირი არ არის
  4. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  5. იმედი: ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ კონტრაქციას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თიბისის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი სიმეტრია ჯიქია შენდება

თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი სიმეტრია ჯიქია შენდება. კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს:…