რაში სჭირდებათ ბავშვებს თანამედროვე სამყაროში ხალხური ზღაპრები
რამდენი წლის იყავით, როცა გაიგეთ, რომ ძმები გრიმების ზღაპრები არც ისე "უწყინარია", როგორიც გეგონათ? რა იყო თქვენი რეაქცია? შეიძლება გაგიკვირდათ, ან შეიძლება ზღაპრებში პირქუში რეალობის ამხელა დოზით აღშფოთდით კიდეც. ალბათ, გსმენიათ თეორია იმის შესახებ, რომ ზღაპრებში არსებული ძალადობა შეიძლება ბავშვების ფსიქიკაზე ნეგატიურად მოქმედებდეს. დღესაც ხშირად შეხვდებით სოციალურ მედიაში ქართულ ზღაპრებიდან ამოღებულ ნაწილებს და მათი შინაარსით შეშფოთებულ მშობლებს ("ნაცარქექია სიზარმაცის რომანტიზებას ახდენს" ან — "დედა ჩიტი ბარტყებს რომ მელიას უგდებს, ეს ბავშვისთვის დამთრგუნველი შეიძლება იყოს"). საქმე ისაა, რომ ზღაპრებს დიდები და პატარები სხვადასხვანაირად კითხულობენ: ზღაპრული სამყარო, რომელიც, როგორც სინათლის, ისე წყვდიადისგან შედგება, ბავშვებისთვის იმდენად მომხიბვლელია, რომ საშიში ნაწილებიც კი მარტივად გადასამუშავებელი ხდება. ზღაპრები სიმბოლოების ენით მეტყველებენ, ეს ენა კი ბავშვებს ძალიან კარგად ესმით.
წიგნში "მოჯადოების გზები: ზღაპრების მნიშვნელობა და აუცილებლობა" ამერიკელი ბავშვთა ფსიქოლოგი, მწერალი და ფსიქოანალიტიკოსი ბრუნო ბეთელჰაიმი წერს, რომ აზრი, თითქოს ზღაპრების შემსუბუქებაა საჭირო, სრულიად მოკლებულია საფუძველს — მტკივნეული მოვლენები, დანაკარგი და სისასტიკე სამყაროს ნაწილია, ზღაპრებში არსებული მოტივები კი ბავშვებს ეხმარება, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი გაკვეთილების კონტექსტში აღიქვან.
არა მხოლოდ გართობა
ჯადოსნური მოვლენები და ადგილები, წარმოუდგენელი საგმირო საქმეები და დაუჯერებელი არსებები — ზღაპრების მდიდარი შინაარსი ბავშვის გონებისთვის კარგი გასართობია, თუმცა გართობის მიღმა, ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს სხვა უამრავი სიკეთეც მოაქვთ პატარებისათვის.
- წარმოსახვის უნარის განვითარება და მორალის გაკვეთილები — პატარები ზღაპრის გმირების შეცდომებზე სწავლობენ, რითაც კრიტიკული აზროვნების უნარის გამომუშავებას იწყებენ.
- ემოციური მდგრადობის ჩამოყალიბება — ბავშვები ზღაპრების მეშვეობით აცნობიერებენ, რომ დაბრკოლებები ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, თუმცა საკმარისი გამჭრიახობის, მონდომებისა და გამბედაობის შემთხვევაში მათი გადალახვა სრულიად შესაძლებელია. ზღაპრები ფანტასტიკურ გარემოს აცოცხლებენ, თუმცა პერსონაჟების განცდები სრულიად რეალურია, რის გამოც ბავშვებს საკუთარი შიშებისთვის თვალის გასწორება უადვილდებათ.
- ღრმა კავშირი საკუთარ კულტურასთან — ერთსა და იმავე ზღაპრულ მოტივს შეიძლება სხვადასხვა ქვეყანაში შევხვდეთ, თუმცა თემების უნივერსალურობის პარალელურად, ზღაპრებს კონკრეტული ეროვნული იდენტობაც აქვთ. ქართული ზღაპრები ზეპირსიტყვიერების საგანძურია და ჩვენი წინაპრების ყოფაცხოვრებისა და ღირებულებითი სისტემის შესახებ გვიქმნის წარმოდგენას.
- კითხვის შეყვარება — ზღაპრები, როგორც წესი, ბავშვებისთვის წარმოსახვით ტექსტურ სამყაროსთან შეხების პირველი წერტილია. მათი დახმარებით ლექსიკური მარაგის გამდიდრება და ამბის სტრუქტურაზე წარმოდგენის შექმნაა შესაძლებელი.
ქართული ზღაპრული ზღაპრები
ქართული ზღაპრული ზღაპრები არტანუჯი ბავშვებისთვის მიმდინარე სერიაა, რომელიც როგორც ყველასთვის კარგად ნაცნობ ქართულ ხალხურ ზღაპრებს, ისე თანამედროვე ქართველ ავტორთა ზღაპრებს გააერთიანებს. სერია უკვე მოიცავს ნახევარქათამას, კომბლეს, თხა და ვენახს, რწყილი და ჭიანჭველას, ნაცარქექიასა და სიზმარას. მალე ამ ჩამონათვალს კიდევ არაერთი ზღაპარი შეემატება.
შთამბეჭდავი თანამედროვე ილუსტრაციებით შექმნილი წიგნები ძირითადად 3-დან 7 წლამდე ასაკის მკითხველებისთვის არის განკუთვნილი. ტექსტები და ილუსტრაციები ერთმანეთს ერწყმის და ბავშვებს მოხერხებული პერსონაჟების დაუვიწყარ ისტორიებში მეგზურობას თამაშ-თამაშით უწევს. თითოეულ წიგნს ქართული ილუსტრაციები აქვს, რომელიც "ნახატებიანი წიგნების" საუკეთესო ტრადიციების გათვალისწინებითაა შერჩეული. ტექსტი ისეა დამუშავებული, რომ თანამედროვე ბავშვებისთვის ნაცნობი და გასაგები იყოს.
სერიის თითოეული წიგნი პატარა მკითხველს ვიზუალურად განსხვავებულ სამყაროში ამოგზაურებს. მაგალითად, კომბლე კომიქსების ფორმით მოგვითხრობს ამბავს, ხოლო ნახევარქათამა ელექტროსკუტერზე შემომხტარი მიეშურება სამართლის საძიებლად. რწყილი და ჭიანჭველაში ალაგ-ალაგ ჩასმული სურათხატები თანამედროვე ბავშვებს ალბათ ემოჯიებს გაახსენებს, ნაცარქექიას დევი კი იმდენად საინტერესოდაა დახატული, რომ შეიძლება შემდეგ გვერდზე გადაფურცვლა დაგენანოთ.
სად ვიყიდო ქართული ზღაპრული ზღაპრები საუკეთესო ფასად?
16-18 დეკემბერს წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება. არტანუჯი ბავშვებისთვის ერთგულ მკითხველს წელსაც გაანებივრებს საინტერესო შემოთავაზებებითა და ფასდაკლებებით. ასე რომ, თუ მომავალი მკითხველისთვის საახალწლო საჩუქარს ეძებთ, შეგიძლიათ ქართული ზღაპრული ზღაპრები არტანუჯის სტენდთან იპოვოთ.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები