როგორ იქცევა კერძები შოუს ნაწილად — წისქვილი ჯგუფის Dining Theatre
წისქვილი ჯგუფმა ახლახან განსხვავებული კონცეფციის მულტიფუნქციური სივრცე — თეატრი გახსნა. ის ტრადიციული თეატრისგან იმით განსხვავდება, რომ აქ სანახაობასთან ერთად გამორჩეულ ვახშამსაც შემოგთავაზებენ. მსგავსი კონცეფციის სივრცეს დასავლეთში Dining Theatre-ს უწოდებენ, საქართველოში ის პირველად შეიქმნა და სტუმრებს სრულიად უნიკალურ გამოცდილებას ჰპირდება.
"თეატრში გასტრონომიაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად სანახაობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე კომპონენტი თანაბრად მაღალ დონეზეა წარმოდგენილი. კერძებს შოუს ნაწილად ვაქცევთ — მენიუს ღონისძიების შინაარსის მიხედვით ვქმნით და მის ხასიათსა და ჟანრს ვერგებით", — ამბობს წისქვილი ჯგუფისა და თეატრის ბრენდ შეფი, ალექს ნათაძე.
თეატრში წარმოდგენილი კერძები განსხვავებულია წისქვილის რესტორნებში წარმოდგენილი მენიუსაგან. ახალი სივრცის სამზარეულო მეტად თავისუფალი, ექსპერიმენტული და ინოვაციურია.
"წისქვილის რესტორნების კერძები ძირითადად ტრადიციულ ქართულ კულინარიას ეფუძნება. თეატრის სამზარეულოში კი წარმოდგენილია როგორც ტრადიციული, ისე ახლებური ინტერპრეტაციებით შექმნილი კერძებიც. ასევე, თეატრი, მისი კონცეფციიდან გამომდინარე, მეტად გვაძლევს ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობებს და, ვფიქრობ, სტუმრებს ბევრ ინოვაციას შევთავაზებთ. რაც მთავარია, აუცილებლად შევინარჩუნებთ წისქვილის რესტორნებისთვის დამახასიათებელ მაღალ ხარისხს", — ამბობს ალექს ნათაძე.
თეატრის ბრენდ შეფის თქმით, ამგვარი კონცეფციის სამზარეულოს გაძღოლას ორი სირთულე ახლავს თან — თითოეული ღონისძიებისთვის დამოუკიდებელი მენიუების შედგენა, მისი მუდმივი გარდაქმნა და განახლება და დიდი რაოდენობის სტუმრების ერთდროულად გამასპინძლება.
"დარბაზი 400-მდე სტუმარზეა გათვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძები პორციულად ამდენივე ადამიანზე უნდა განაწილდეს. ეს მუშაობის განსხვავებულ პრინციპს მოითხოვს, თუმცა, პროცესს დიდი ადრენალინი ახლავს და უზომოდ საინტერესოა ჩემთვისაც და ჩემი გუნდისთვისაც. ბედნიერი ვარ, რომ თეატრის მსგავსი განსხვავებული და უნიკალური სივრცის შეფობა მანდეს. ვეცდები, ჩვენი სამზარეულო ისეთივე გასაოცარი და დასამახსოვრებელი იყოს სტუმრებისთვის, როგორიც აქ გამართული წარმოდგენები იქნება", — ამბობს ალექს ნათაძე.
შეგახსენებთ, 2023 წლის შესახვედრად, თეატრი თავბრუდამხვევ საახალწლო შოუზე გეპატიჟებათ. პირველად საქართველოში, სპეციალურად ამ დღისთვის დაიდგმება მიუზიკლი Mamma Mia ქართულად. სცენაზე გაცოცხლება Théâtre de Broadway, ანა ქურთუბაძისა და თეატრის მოცეკვავეთა დასის შესრულებით, ნინო ქათამაძისა და ჯგუფ insight-ის შთამბეჭდავი შესრულება კი, მაყურებელს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს. ამ ყველაფერთან ერთად, ბრენდ შეფი, ალექს ნათაძე სპეციალურად ახალი წლისთვის შექმნილ კერძებს შემოგთავაზებთ.
მაგიდის დასაჯავშნად უნდა დარეკოთ ნომერზე: 577 000 888. დეტალური ინფორმაციისთვის კი ეწვიეთ მოცემულ ბმულს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები