თეგეტა მოტორსის მობილური ჯგუფები სატვირთო ავტომობილების სერვისში
თეგეტა მოტორსი სატვირთოებისა და მიკროავტობუსების ტექნიკურ მომსახურებაზე წლებია ზრუნავს. უახლეს, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ფილიალებში ნებისმიერი სერვისის მიღებაა შესაძლებელი. ამასთან ერთად, კომპანიამ ახალი სერვისი — მობილური ჯგუფების მომსახურება დანერგა.
თეგეტა მოტორსის მობილური ჯგუფების დახმარებით სატვირთოებისა და მიკროავტობუსის მფლობელებს შესაძლებლობა ეძლევათ, სერვისცენტრში მისვლის გარეშე, ადგილზე გამოძახებით მიიღონ კვალიფიციური და ხარისხიანი მომსახურება. ამ ყველაფერთან ერთად კი, ყველა იმ საგარანტიო პირობითად თუ შეთავაზებით ისარგებლონ, რისი მიღებაც სერვისცენტრში მისვლის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი.
მობილური ჯგუფების მომსახურება საგრძნობლად ამცირებს სატვირთო ავტომობილის შეკეთების დროს, ხარჯებსა და იმ შესაძლო დანაკარგებს, რაც გაფუჭებულმა, გაჩერებულმა ტრანსპორტმა შეიძლება გამოიწვიოს.
თეგეტა მოტორსის მობილური ჯგუფები ამ ეტაპზე მომხმარებელს აკუმულატორისა და საბურავის შეცვლის სერვისს სთავაზობენ. კომპანია უახლოეს პერიოდში სერვისების სპექტრის გაფართოებას გეგმავს.
"სატვირთოებისა და მიკროავტობუსების სერვისი თეგეტა მოტორსისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. გვსურს, მოვერგოთ ჩვენი პარტნიორებისა და მომხმარებლების საჭიროებებს და დავეხმაროთ მათ ბიზნესის უწყვეტობაში. სწორედ აქედან გამომდინარე გაჩნდა იდეა, შეგვექმნა მობილური ჯგუფები და სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა. სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ მობილური ჯგუფები სრულად აღვჭურვოთ ყველა საჭირო დანადგარით, რაც ადგილზე მომსახურებისთვის იქნება საჭირო. მომავალი წლის დასაწყისში ვფიქრობთ, დავამატოთ სავალი ნაწილისა და ელექტროდაზიანებების მიმართულება. ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ და დაწყებული გვაქვს მობილური ჯგუფების ავტომობილების დაკომპლექტება საჭირო ინსტრუმენტებითა და დანადგარებით. მასშტაბურად ვგეგმავთ, რომ ეს ნიშა შევავსოთ და შევძლოთ, ყველა ის პრობლემა მოვაგვაროთ, რაც შეიძლება გადაადგილებისთვის ხელშემშლელი იყოს და სატვირთოებისა თუ მიკროავტობუსების გამართულ მუშაობას აფერხებდეს", — ამბობს მიხეილ ვაშაკიძე, თეგეტა მოტორსის სატვირთო ავტომობილების მიმართულების ხელმძღვანელი.
თეგეტა მოტორსში ამ ეტაპზე მუდმივ მზადყოფნაშია 5 მობილური ჯგუფი, რომელთა გამოძახებაც თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმში და აღნიშნული ქალაქების შემოგარენშია შესაძლებელი. მობილური ჯგუფების გამოძახება თბილისის მასშტაბით სრულიად უფასოა.
მობილურ ჯგუფებთან ერთად, თეგეტა მოტორსი კორპორაციულ და საცალო მომხმარებელს სატვირთო ავტომობილების მომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს, რაც მოიცავს დიაგნოსტირებასა და შეკეთებას სპეციალური, ავტორიზებული პროგრამების მეშვეობით. სატვირთო ავტომობილებზე გამოცდილი და კვალიფიციური მექანიკოსების გუნდი ზრუნავს, რომლის წევრებიც თანამედროვე სტანდარტების მიხედვით არიან სერტიფიცირებული.
ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია, თეგეტა მოტორსი ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არიან Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
კომენტარები