ღორის სუკის პორკეტა, გოგრის შტრუდელი და სხვა კერძები საახალწლო სუფრისთვის — რა მოხდა ნიკორას მასტერკლასზე
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება საახალწლო მენიუს საკითხი. ცხადია, საცივი და გოზინაყი უკონკურენტოა, მაგრამ ყველას გვინდა, სუფრას სიახლე შევმატოთ, თანაც ისეთი, რომ ჩვენი საახალწლო კერძები მრავალფეროვანი და დაუვიწყარი იყოს. სწორედ ამ იდეით შეადგინეს მენიუ აჩო ზამბახიძემ და ქეთი პაპავამ სპეციალურად ნიკორას კულინარიული მასტერკლასისთვის. მთავარი კერძიც, გარნირებიც და დესერტიც გამოგადგებათ როგორც სადღესასწაულო სუფრისთვის, ასევე უბრალოდ მეგობრული შეკრებებისთვის.
ნიკორამ მასტერკლასის მონაწილეები კვლავ შემთხვევითობის პრინციპით შეარჩია და თავის სამზარეულოში უმასპინძლა, სადაც მონაწილეებს რამდენიმე კომპონენტიანი მენიუ დახვდათ:
- ღორის სუკის საახალწლო რულეტი;
- შაშხის თბილი სალათა;
- კარალიოკის ცხარე ჯემი;
- ადესის სოუსი;
- გოგრის შტრუდელი ნუშით და ამარეტოთი.
როგორც ქეთი პაპავამ აღნიშნა, საახალწლო მენიუს შედგენისას სცადეს მონაწილეებისთვის ისეთი კერძები შეეთავაზებინათ, რომლებიც თან სადღესასწაულოა, თან ინგრედიენტების შეცვლა თითოეულ ადამიანს თავისი გემოვნებიდან გამომდინარე შეუძლია:
"მთავარ კერძს — პორკეტას — იტალიური ახალი წლის გემო აქვს, ქართულ ახალ წელსაც უხდება და, როგორც მივხვდი, მასტერკლასის მონაწილეებს ძალიან მოეწონათ. დანარჩენი კერძები კი განსაკუთრებით საინტერესოა იმ მხრივ, რომ რამდენიმე ტექნიკას მოიცავს, რომელთა გამოყენებითაც მონაწილეები არაერთი სხვადასხვანაირი კერძის მომზადებას შეძლებენ", — აღნიშნა ქეთი პაპავამ.
დესერტის გარდა, მენიუს ყველა კომპონენტი მთავარ კერძს მიემართებოდა და იმგვარად იყო შემუშავებული, რომ მათი გამოყენება სხვა ხორცისა თუ ბოსტნეულის კერძებთანაც შესაძლებელია.
მომზადების პარალელურად აჩიმ და ქეთიმ პრაქტიკული ხრიკების გარდა, მონაწილეებს ქართულიკულინარიის შესახებ არაერთი საინტერესო ფაქტი გაუზიარეს, რომლებიც თავიანთი გასტრონომიული მოგზაურობების დროს შეაგროვეს. აჩისა და ქეთის დიდი წვლილია იმაში, რომ აფხაზური და მეგრული აჯიკის მომზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. როგორც აჩიმ აღნიშნა, აფხაზურ აჯიკას "აპირპილ აჯიკა" ერქვა, რაც წიწაკიან მარილს ნიშნავს.
ქეთიმ და აჩიმ არაერთხელ აღნიშნეს, რომ ნებისმიერი კერძის მომზადებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ინგრედიენტების ხარისხს ენიჭება. ამიტომ ყურადღებით შეარჩიეს ყველა ინგრედიენტი, მათ შორის პორკეტასთვის ღორის სუკიც, რომელიც, ისევე როგორც სხვა სახეობის ნედლი ხორცი, ნიკორა სუპერმარკეტის 15 ფილიალშია წარმოდგენილი. ნიკორას ნედლი ხორცი მაღაზიებში ყოველდღიურად ახლდება და ფასიც კონკურენტულია. სრულად დაცულია ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობები, სწორედ ამიტომ არის იგი ყოველთვის ახალი, ჯანსაღი, ხარისხიანი და გემრიელი.
პორკეტას ძალიან მოუხდა როგორც ადესის სოუსი, ასევე კარალიოკის ჯემი. ამ უკანასკნელმა განსაკუთრებით დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, ეს იყო ტკბილ-ცხარე გემოების საუკეთესო კომბინაცია. სუკის ნაზ ხორცს ასევე ძალიან მოუხდა შაშხისა და ბარდის თბილი სალათა. მის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ღორის შაშხი, ასევე "დაპრესილი" ან მანდოლინა. აჯობებს გაყინული ბარდა დაუმატოთ. ხოლო თუ კონსერვისას გადაწყვეტთ, მაშინ შაშხთან ერთად ტაფაზე აღარ დაბრაწოთ.
ნიკორას მასტერკლასის საახალწლო მენიუ დესერტმა დააგვირგვინა. მონაწილეებმა ჯერ გოგრა და ნუში დაჭრეს, ბოლოს კი საკუთარი პორციებიც თავად ააწყვეს. როგორც ქეთიმ აღნიშნა, დესერტებისთვის ნებისმიერი გოგრა არ გამოდგება, საუკეთესოა მოგრძო ფორმის გოგრა. დარიჩინის სურნელი, გოგრის სიტკბო, ხრაშუნა ფილოს ცომი და თხილეული განსაკუთრებულად მოუხდა ზამთრის საღამოს. ეს ნამდვილად არის ის დესერტი, რომელიც დაამშვენებს ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრასა თუ მეგობრულ შეხვედრას.
მასტერკლასის მონაწილეებმა ერთად მომზადებული კერძები დააგემოვნეს კიდეც და რეცეპტებიც ჩაინიშნეს, რათა მომავალში სახლშიც შეძლონ მომზადება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მონაწილეს საკუთარი კულინარიული ბლოგიც აქვს და აპირებენ მასტერკლასზე ნასწავლი კერძები თავიანთ გამომწერებსაც გაუზიარონ.
"ნიკორას მასტერკლასმა საკმაოდ სასიამოვნოდ და გემრიელად ჩაიარა. ძალიან მომწონს ზოგადად ასეთი სახის მასტერკლასები, რადგან გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვნახოთ პროფესიონალი მზარეულების მომზადების ტექნიკა. ისინი გვიზიარებენ თავიანთ ცოდნას, გამოცდილებას, რაც მაძლევს საშუალებას გავიღრმაო კულინარიული ცოდნა, შევიტყო ბევრი სიახლე და აღმოვაჩინო ახალი გემოები. ძალიან კარგი იქნება, თუკი კვების კომპანიებში დაინერგება მსგავსი პრაქტიკა და კულინარიულ მასტერკლასებს ხშირად შემოგვთავაზებენ", — ამბობს ანი აბულაშვილი (ანის სამზარეულო).
"ძალიან ვისიამოვნე პროცესით. ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. საინტერესო დეტალები და ისტორიები მოვისმინე კერძებთან დაკავშირებით. ძალიან კარგად შერჩეული მენიუ იყო, შტრუდელს აქამდეც ვამზადებდი ფილოს ცომით, მაგრამ გოგრის ვარიაცია ძალიან საინტერესო იყო. ღორის ხორცის რულეტს კი აუცილებლად მოვამზადებ საშობაოდ", — განაცხადა მარიკო მეტრეველმა (maryummy_culinary).
"ყველაზე მეტად გამიხარდა, რომ სამეფო კერძი ვისწავლეთ, რომლის მომზადებაც სულ მინდოდა. ყველაზე მთავარი ამ მასტერკლასში აჩო და ქეთო არიან. მათი გადმოცემის უნარი არის უდავოდ საინტერესო, ბოლომდე იხარჯებიან და დეტალურად გიხსნიან ყველაფერს. გარდა იმისა, რომ კონკრეტული კერძის ირგვლივ ტრიალებენ, ბევრ სხვა დეტალს გიზიარებენ, რაც სამომავლოდ გამოგადგება, ანუ ინფორმაციულად დატვირთული იყო მასტერკლასი და დიდი მადლობა ნიკორას, რომ მასში მონაწილეობის საშუალება მოგვცა", — ამბობს ნინა ბერიძე (ნინას კულინარიუმი).
მასტერკლასის დასასრულს მონაწილეებმა ნიკორასგან სასაჩუქრე ჩანთები მიიღეს, ბოლოს კი სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. ნიკორაში კულინარიულ მასტერკლასებს მომავალშიც გამართავენ, რათა კიდევ ბევრ ადამიანს მიეცეს მონაწილეობის მიღების საშუალება.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
კომენტარები