რატი ბრეგაძე

16 Dec. 2022, 19:04

ცოტა ისეთი კითხვა არი, არც მთლად მარტივი. ჩვენ გვეუბნებიან, მაგალითად, ამბობენ — ნომერი პირველი პატიმარი. რატომღაც დამკვიდრდა ასეთი ტერმინი. საიდან იწყება ნუმერაცია, ცოტათი რთული სათქმელია, როცა პატიმართა რაოდენობა ბევრად მეტი არის. შესაბამისად, ნომერ პირველი, ნომერ მეორე — ასე ვერ ვიტყვით.

თუ ნუმერაცია უნდა განვსაზღვროთ, უნდა ვნახოთ, მართლაც რომელი არის. გააჩნია, რომელი ათვლის წერტილიდან დავიწყებთ. ყველა პატიმარი საქართველოში არის თანასწორი, ამ კონსტიტუციით, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ამ ქვეყანაში კანონის წინაშე თანასწორობა და კანონით გაუთვალისწინებელ გამონაკლისს ვერავის სასარგებლოდ ვერ დავუშვებთ. და ის სარგებლობს იმავე უფლებებით, როგორც ყველა სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირი.

თუ როდის დაბრუნდება ის პენიტენციურ დაწესებულებაში, ის ამჟამად იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, კერძოდ, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში და ვიმოქმედებთ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, როგორც, მაგალითად, ვიმოქმედეთ გორის შემთხვევაში, როდესაც ის გამოწერეს საავადმყოფოდან, ის დაბრუნდა ნომერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. როდესაც გვექნება ექიმების შესაბამისი მითითება, რა თქმა უნდა, ვიმოქმედებთ შესაბამისად.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა დღეს პარლამენტში ისაუბრა. რატი ბრეგაძეს ქართული ოცნების დეპუტატმა, დაჩი ბერაიამ ჰკითხა: "ჩანს, რომ პატიმარი სააკაშვილი არის პრივილეგირებულ მდგომარეობაში. არის თუ არა ეს ნამდვილად ასე და თუ არის, რატომ? როდის გადაიყვანთ პატიმარ სააკაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში?"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იტალიის პარლამენტი საქართველოზე რეზოლუციის მიღებასა და სანქციების წრის გაფართოებას გეგმავს4527 ნახვა
  2. სტუდენტების მიმართვა: "გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, ანუ "ქართული ოცნება" სამუდამოდ მოშორდეს საქართველოს!"3262 ნახვა
  3. საქართველოში დამატებით 9 საეკლესიო დღესასწაული შესაძლოა, უქმე დღედ გამოცხადდეს2012 ნახვა
  4. ევროპის 4 ქვეყანაში ელექტროენერგია გაითიშა1741 ნახვა
  5. ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა1650 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~