თეა წულუკიანი

19 Dec. 2022, 16:29

მას მერე, რაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, 2012 წლის ოქტომბერში, ჩემს ტყავზე, იუსტიციელების ტყავზე, პროკურორების, პოლიციელების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ჯარის, გენშტაბის და ყველა ამ ადამიანის ტყავზე გადაიარა ნაციონალების მიერ გაფუჭებული საქმის გამოსწორებამ როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში.

ჩვენ გვახსოვს 2008 წელს, როდესაც ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეამ გამოიტანა კენჭისყრისთვის რეზოლუციის პროექტი, სადაც ეწერა ფრაზა, რომ ვინმე სააკაშვილმა და მისმა არცთუ ისე პატარა დედამ კი არა, საქართველოს ჯარისკაცებმა დაიწყეს ომიო, ამ ფრაზას არ შეეწინააღმდეგა არც დავით დარჩიაშვილი, არც გოგა გაბაშვილი, არც ჩიორა თაქთაქიშვილი, არც ახლა ვითომ პროგრესული ტელევიზიიდან რომ გვმოძღვრავს — გიორგი თარგამაძე, რომელიც მაშინ ნაცების მიერ დანიშნული ოპოზიცია იყო, არც გიორგი კანდელაკი და ა.შ.

მათ ერთხმად კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს ამ ფრაზას, თურმე ქართველი ჯარისკაცების მიერ ყოფილა აგვისტოს ომი დაწყებული. ამას ემატებოდა ისიც, რომ სტრასბურგსა და ჰააგაში არავითარი მტკიცებულებები არ იყო მოგროვებული და ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეულობით საჯარო მოხელეს, რომლებსაც დღეს მადლობას ვუხდი, მოგვიწია, გვემტკიცებინა სიმართლე. მარტივი სიმართლე, რომ ქართველები იყვნენ მსხვერპლნი და არა თავდამსხმელები. მაშინ ისინი რეზოლუციას უჭერდნენ მხარს საკუთარი ჯარის წინააღმდეგ. [...]

ასევე, პასუხი უნდა გაგვცენ, რატომ არ აგროვებდნენ მტკიცებულებებს, რატომ არ ჰქონდათ და ამბობდნენ, დავკარგეთო. მაგალითად, ერთ-ერთი ბრძანება, რომლითაც მარტივად დავამტკიცებდით, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. ეს ხომ აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს, რომ ისინი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობდნენ.

ასევე, რატომ გაიტანეს ქვეყნიდან გორში ჩამოვარდნილი ისკანდერი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დასაბრუნებელი გახდა, რადგან, რუსი სტრასბურგში როდესაც საწინააღმდეგო მხარეს იდგა, დაგვცინოდა, არ ჩამოვარდნილა და ეს ქართველების ფოტოშოპიაო. სად იყო ეს მტკიცებულებები? რატომ არ აწარმოეს დავა, რატომ დაადანაშაულეს საკუთარი ჯარი და სად იყვნენ მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და ევალებოდათ სიმართლისთვის ბრძოლა?

თეა წულუკიანის ამ განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება დაასრულა და 3 ოსი და 1 რუსი დამნაშავედ ცნო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები
  4. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  5. იმედი: ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ კონტრაქციას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ