ლევან დავითაშვილი

20 Dec. 2022, 14:03

ყველამ მოვისმინეთ, რომ ჰააგის საქმის მთავარმა პროკურორმა, ქარიმ ხანმა თავად აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად დაიდო გამოძიების შედეგი და სწორედ ამიტომ, ის აჟიოტაჟი, რაც ოპოზიციის მხრიდან იყო გამოწვეული, ჩემთვის აბსოლუტურად გაურკვეველია. [...]

პირველად 20 წლის განმავლობაში მათ დაასრულეს ძიების პირველი ეტაპი. თუმცა ძალიან ბევრი რამ მომავალში უნდა გაკეთდეს, რადგან აღსრულებაა მნიშვნელოვანი პროცესი და აღსრულების პროცესში იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა მკაფიო განცხადება, თუ რა ნაბიჯებს დგამს და გადადგამს საქართველოს ხელისუფლება. როგორც სტრასბურგის, ისე ჰააგის სხვადასხვა ეტაპზე ცალსახად ჩანს საქართველოს მთავრობის და იუსტიციის სამინისტროს აქტიური ჩართულობით, რა შედეგები დადგა დღეს და რა შედეგები იყო მანამდე.

ამიტომ ის აჟიოტაჟი, რაც ოპოზიციის მხრიდან იყო გამოწვეული, ჩემთვის აბსოლუტურად გაურკვეველია. მინდა, აქვე გამოვეხმაურო მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ ბრიფინგს, როდესაც კითხვა დაისვა ჰააგის პროკურატურის ერთი ეტაპის დასრულებასთან დაკავშირებით და ჩემი მხრიდან იყო პასუხი, რომ ინფორმაციას არ ვფლობდი. მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე საერთაშორისო ვიზიტი მოგვიწია და ამიტომ ჩავთვალე, რომ კითხვა ეხებოდა ბოლო წუთებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ჩემთვის არ იყო ცნობილი. ამიტომ მინდა მოსახლეობისთვის განვუმარტო, რომ ჩემი პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე არასწორად იყო ინტერპრეტირებული.

ლევან დავითაშვილის ამ განმარტებას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 19 დეკემბერს ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ინფორმაცია არ აქვს. საერთაშორისო სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება დაასრულა და 3 ოსი და 1 რუსი დამნაშავედ ცნო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები
  4. იმედი: ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ კონტრაქციას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება
  5. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა

მოკლედ: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი…