მამუკა მდინარაძე

20 Dec. 2022, 16:21

ჩვენ წინა პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ ეს არის, ეს იყო მისი ჩამოყვანა, სააკაშვილის გამოგზავნა, კიდევ უფრო რომ დავაზუსტოთ, საქართველოში იყო სპეცოპერაცია. [...] სპეცოპერაციის დამგეგმავებმა, ასევე, უზრუნველყვეს, რომ უკრაინის პრეზიდენტიც კი გამოეხმაურა ამ ამბავს და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ის, რაც მოუწოდა. ეს ერთმანეთთან კორელაციაში, ერთმანეთთან სინთეზში უნდა განვიხილოთ. შემთხვევით ასეთი რაღაცები არ ხდება. ეს იყო სპეცოპერაცია საქართველოს ომში ჩართვის მიზნით და საქართველოს არევის მიზნით, რაც ჩავარდა და დღეს ყველა განცხადებას, სხვა გზა არ გვაქვს, განვიხილავთ ამ კონტექსტში.

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვაში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა და საქართველოს ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  2. რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
  3. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  4. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  5. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ