აღნიშნე, როგორც გინდა, მაგრამ არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში — თეგეტა ჰოლდინგის საახალწლო კამპანია
ახალი წელი თავბრუდამხვევი თავგადასავლებით სავსე, ჯადოსნური პერიოდია.
31 დეკემბრის ღამიდან 14 იანვრის ჩათვლით უკლებლივ ყველა ახალი წლის მოსვლას აღნიშნავს და ქუჩებში ამაღელვებელი განწყობა იგრძნობა.
თუმცა ამ ჯადოსნურ დღესასწაულს ერთი უსიამოვნება ახლავს თან — ამ პერიოდში უმრავლესობა ალკოჰოლს ჭარბი რაოდენობით იღებს და ფხიზელი ადამიანის პოვნა, არც მეტი, არც ნაკლები, ავტომობილის საჭესთანაც კი შეიძლება გაგიჭირდეს.
შედეგად, ქვეყანაში თავზე ხელაღებული მოძრაობა იწყება და, ერთი შეხედვით, ყველაზე ბედნიერ და მხიარულ პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საგრძნობლად იმატებს.
სწორედ ამ მანკიერ ქცევასა და მნიშვნელოვან საკითხს ეხმიანება თეგეტა ჰოლდინგის საახალწლო კამპანია, რომელიც მძღოლებს არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. კამპანიის მთავარი ვიდეო ახალი წლის აღნიშვნის განსხვავებულ, მრავალფეროვან გზებს წარმოაჩენს და ხაზს უსვამს, რომ ყველას ახალ წელთან შეხვედრის საკუთარი ტრადიცია გვაქვს. თუმცა ერთადერთი, რაც ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანა არ ვმართოთ.
"საახალწლო პერიოდში აუდიტორიასთან მძიმე და პრობლემატურ თემებზე საუბარი არც ისე მარტივია. ამ დროს ყველას განსაკუთრებულად სადღესასწაულო განწყობა და ჯადოსნურობის მოლოდინი აქვს. თუმცა, ვფიქრობთ, სათქმელი საინტერესო ფორმით გადმოვეცით, რათა ჩვენი გზავნილი აუდიტორიამდე მაქსიმალურად ეფექტურად მიგვეტანა და ეს მნიშვნელოვანი მესიჯი სადღესასწაულო აურზაურში არ დაკარგულიყო. მთელი ვიდეოს განმავლობაში სიუჟეტებს ჯადოსნური და სადღესასწაულო ელფერი დაჰკრავს. თითოეული სცენა დღესასწაულის აღნიშვნის მრავალფეროვან, მათ შორის, საზოგადოებისთვის მიღებულ თუ განსხვავებულ გზებს წარმოაჩენს. ამ საზეიმო განწყობისა და ახალი წლისთვის დამახასიათებელი ესთეტიკის ფონზე კი უეცრად კონტრასტული და მნიშვნელოვანი გზავნილი ჟღერდება — აღნიშნე, როგორც გინდა, მაგრამ არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში. ვფიქრობთ, ეს მოულოდნელი დასასრული მაყურებლისთვის ერთგვარი გამოფხიზლების ფუნქციას ასრულებს", — აღნიშნავს მარიამ კარკალაია, თეგეტა ჰოლდინგის მარკეტინგის დირექტორი.
"თეგეტასთვის ზრუნვა და უსაფრთხოება მთავარი ღირებულებებია. სწორედ ეს ორი უმთავრესი ფასეულობა გავაერთიანეთ ჩვენს საახალწლო კამპანიაშიც და გადავწყვიტეთ, მძღოლებისთვის შეგვეხსენებინა, რომ ახალ წელს ყველანაირი გართობა, აღნიშვნის ფორმა თუ უჩვეულო ქმედება მისაღებია. ერთადერთი, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ისაა, რომ ავტომობილი არაფხიზელ მდგომარეობაში არ უნდა ვმართოთ. ვფიქრობთ, ამით პრობლემის სიმწვავე თვალნათლივ წარმოვაჩინეთ და აუდიტორიას გზავნილი მკაფიოდ მივაწოდეთ. ეს კამპანია ჩვენი წინა პროექტის — საგზაო მოძრაობის კულტურის ერთგვარი გაგრძელება და ლოგიკური დასასრულია. თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ამ წელს ჩვენი საკომუნიკაციო არხები თუ აქტივობები, საახალწლო კამპანიის ჩათვლით, სრულად დაგვეთმო საგზაო მოძრაობის კულტურასა და უსაფრთხოებაზე საუბრისთვის", — აცხადებს ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
თეგეტა ჰოლდინგი კამპანიის მთავარი გზავნილის გასაჟღერებლად და მძღოლებთან პირისპირ სასაუბროდ სხვადასხვა აქტივობას გეგმავს. დაგეგმილია პარტნიორობა კომპანია ბოლტთან, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს ახალი წლის პირველ დღეებში თეგეტას სპეციალური პრომო კოდებით სარგებლობა და ტაქსის უფასოდ გამოძახება შეეძლებათ. კამპანიის მხარდამჭერი ალკოჰოლური კომპანიები კი მთავარ გზავნილს საახალწლო შეფუთვებზე დაიტანენ.
თეგეტაში სჯერათ, რომ სასიკეთო ცვლილებები პასუხისმგებლობიანი კომპანიებისა და საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა. ამიტომაც კამპანიის მიზანია, ამ ჯადოსნურ პერიოდში თითოეულმა მოქალაქემ პასუხისმგებლობა არ დაივიწყოს და გაუფრთხილდეს როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფებს.
გახსოვდეთ — საახალწლო გართობას შეზღუდვები არ აქვს. აღნიშნე, როგორც გინდა, მაგრამ მთავარი არ დაგავიწყდეს — არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები