თომას მიულმანი

20 Dec. 2022, 18:48

რაც შეეხება წევრობის განაცხადს, თქვენ მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად შეიტანეთ საკმაოდ სწრაფად, დაჩქარებულად ევროკავშირში განაცხადი და გასაოცარია, რომ ევროკავშირმა უკვე ორჯერ მოახერხა შეკრებილიყო და კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმება გაეკეთებინა. პირველი იყო ევროპული საბჭოს შეკრება და კომისიისთვის დავალება, მოსაზრება გამოეტანათ, შემდეგ უკვე ივნისში ის, რომ მიენიჭა თქვენს ქვეყანას ევროპული პერსპექტივა. ვინმეს თუ ჰქონდა კითხვა საქართველოს მისწრაფებასა და მიმართულებაზე, რომ საქართველოს სურს ევროკავშირის წევრობა, ამ კითხვაზე პასუხი ცნობილია [...].

აგრეთვე მსურს, გითხრათ, რომ პროცედურის მიმართ მეტისმეტად ოპტიმისტები ნუ იქნებით. ეს გრძელვადიანი, დიდი გზაა. ავსტრიას ბევრი წელი დასჭირდა, რათა ევროპულ სტანდარტებთან ადაპტირება მომხდარიყო. [...] ნამდვილად საჭიროა საქართველოს მხრიდან ბევრი სამუშაო, მაგრამ ვთვლი, რომ კარგი დღის წესრიგი გვაქვს. [...]

ჩვენ ადგილი მოვიპოვეთ ევროკავშირში. ვფიქრობ, ეს არის თქვენი მომავალიც. გისურვებთ წარმატებას და არა მხოლოდ წარმატებას, არამედ დაგეხმარებით, თუ შეგვეძლება. [პარლამენტის თარგმანი]


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  2. "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
  3. რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
  4. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  5. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ

ახალი ნაშრომის ფარგლებში მკვლევრები მეთოდებს განიხილავენ, რომლებიც კამათისას რადიკალურ განწყობებს მეტად მოზომილს…