ანრი ოხანაშვილი

20 Dec. 2022, 20:15

ყველას, იქნება ეს ზელენსკი, იქნება ეს სხვა შიდა თუ გარე შესაბამისი საჯარო პირი, ყველას უნდა შევახსენოთ, რომ ეს საქმეები გაითვალისწინონ — რა ჩაიდინა კონკრეტულმა პირმა, რომ ამ დანაშაულების ჩადენის გამო პასუხი უნდა აგოს.

მოწოდებები, რომელიც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და პირიქით, ნიშნავს, რომ თურმე სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. აი, ასე უბრალოდ, მიუხედავად ტელევიზიის დარბევაში მონაწილეობისა, მიუხედავად საკუთრების უფლების შელახვისა, მიუხედავად მედიაზე ზეწოლისა და წნეხისა, მიუხედავად ხალხის ცემისა და სიკვდილამდე მიყვანასთან დაკავშირებით გაცემული დავალებებისა, თუ უნდა გათავისუფლდეს, ჩვენ ყველას შევახსენებთ ყველას ამ საქმეებს. ასეთი მოწოდებები არის ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება და ამის უფლება არ აქვს არავის.

ასე გამოეხმაურა იმედის ეთერში ქართული ოცნების დეპუტატი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რაც ახლა მიხეილ სააკაშვილის თავს ხდება, სისასტიკეა. მან მოუწოდა ქართველ ხალხსა და მთავრობას, გამოიჩნონ გულმოწყალება და მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც გადაარჩენს ექსპრეზიდენტის სიცოცხლეს — გადაიყვანონ უკრაინის ერთ-ერთ კლინიკაში, ევროპის სხვა ქვეყანაში ან ამერიკაში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ