ვოლოდიმირ ზელენსკი

21 Dec. 2022, 01:22

დავბრუნდი დონეცკის რეგიონიდან, ჩვენი ბახმუტის ციხესიმაგრიდან. დღეს ვიყავი იქ, რომ მხარი დამეჭირა ჩვენი მებრძოლებისთვის, გადამეცა სახელმწიფო ჯილდოები, მადლობა გადამეხადა. ყველა ჩვენს გმირს — მათ, ვინც იქ იცავს არა მარტო ბახმუტს და არა მარტო ჩვენს დონბასს, არამედ მთელ უკრაინას. ეს ყველამ უნდა გავიგოთ.

იცით, ფრონტისკენ მიმავალ გზაზე დღეს მე გავიარე სლავიანსკი, კრამატორსკი, დრუჟკივკა, კოსტანტინივკა... ქალაქები, სოფლები მათ მახლობლად, რომლებიც ახლა ფაქტობრივად სიცოცხლისთვის იბრძვიან. ცხოვრება ყველა ჩვენგანისთვისაა — ყველა უკრაინელისთვის და ყველაფერი უკრაინულისთვის, უფრო მეტიც, ყველაფრისთვის და ყველასთვის, ვინც ინარჩუნებს ადამიანობას.

შეხედეთ როგორია რუსეთის შეტევა, რას ტოვებს ისინი იქ, სადაც თავისი დროშა შეაქვთ. დამწვარი მიწა, განადგურებული სიცოცხლე... ტკივილი, ნანგრევები და საფლავები — ეს არის ეგრეთ წოდებული "რუსული მშვიდობა". ეს არის ის, რასაც ჩვენი გმირები აჩერებენ.

სწორედ ამას აძევებენ უკრაინიდან, ნაბიჯ-ნაბიჯ აბრუნებენ სიცოცხლეს ჩვენს მიწაზე, სადაც ოკუპანტებმა ფეხი დადგეს. და იმისთვის, რომ ეს მოძრაობა არსებობდეს, ჩვენი საზღვარი რომ არსებობდეს, უკრაინის დროშა რომ დავუბრუნოთ ჩვენი სახელმწიფოს სამხრეთით და აღმოსავლეთით მდებარე ქალაქებსა და სოფლებში, არის ბახმუტი, არის ციხესიმაგრე და იქ არიან ჩვენი გმირი მცველები.

ყოველი დღე, რომელიც იქ გადაიტანეს, ყოველი დარტყმა, რომელსაც იქ გაუძლეს, ყოველი მოგერიებული თავდასხმა და ყოველი კონტრშეტევა, რომელიც მათ განახორციელეს, უკრაინისთვის სიცოცხლეა.

მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს ჯარისკაცს, ვინც იცავს #სიმაგრებახმუტს! მადლობა ყველა დედას და მამას, ჩვენი გმირების ცოლებსა და შვილებს, რომლებიც უკრაინას სწორედ იქ გადაარჩენენ!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  2. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  3. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  4. უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
  5. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის

რა ხდება: საქართველოში მოქმედი 120 ორგანიზაცია ერთობლივად აცხადებს, რომ რუსული კანონის მიღების სახით, ქვეყანაში…