ვოლოდიმირ ზელენსკი

20 დეკ, 2022

მე ვთხოვ ჩვენს ხალხს: სადაც არ უნდა იყოთ, გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ უკრაინელ გმირებს, რომლებიც ებრძვიან ოკუპანტების ყველაზე სასტიკი თავდასხმებს, რუსეთის ყველაზე გიჟურ დარტყმებს...

მხარი დაუჭირეთ ჩვენს ბახმუტს — დაფლეთილს, მაგრამ დაუმორჩილებელს და მის მცველებს.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, შესაძლებელს და შეუძლებელს, მოსალოდნელს და მოულოდნელს, რათა ჩვენს გმირებს ჰქონდეთ ყველაფერი, რაც საჭიროა გასამარჯვებლად. იმ შედეგებისთვის, რასაც ყველა უკრაინელი ელის. რასაც ფრონტის ხაზზე ყველა ჩვენი ქალაქი და სოფელი ელოდება. ეს არის მერიინკა, ეს არის უგლედარი, ეს არის ტორეცკი, ეს არის სოლედარი, კლიშჩიივკა... ეს არის ჩვენი ლუგანსკის რეგიონი, ეს არის ჩვენი სამხრეთი უკრაინა, ეს არის ჩვენი ყირიმი. უკრაინა მტერს საკუთარს არაფერს დაუტოვებს.

უკრაინისთვის ეს კვირა უაღრესად მნიშვნელოვანია — იმისთვის, რომ ამ ზამთარს და მომავალ წელს გაუძლოს. იმისათვის, რომ მოვიპოვოთ საჭირო მხარდაჭერა და უკრაინის დროშამ საბოლოოდ იბატონოს ჩვენი საზღვრის ყველა მონაკვეთზე — უკრაინის საზღვარზე.

ჩვენმა მებრძოლებმა დღეს მაჩუქეს ჩვენი დროშა და მთხოვეს მიმეცა ის მათთვის, ვისი გადაწყვეტილებებიც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, ყველა ჩვენი ჯარისკაცისთვის. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ამას. ჩვენ აუცილებლად გავუძლებთ. ჩვენ აუცილებლად მივიღებთ უკრაინისთვის საჭირო მხარდაჭერას!

დიდება ბახმუტის ციხესიმაგრის ყველა მცველს! დიდება ყველას, ვინც იბრძვის ჩვენი ქვეყნისთვის! დიდება ჩვენს დაუოკებელ და ლამაზ ხალხს!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. MMA-ს ჩეჩენ მებრძოლ ხამზათ ჩიმაევს თბილისში Ferrari აჩუქეს1836 ნახვა
  2. პროკურატურამ მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს არასრულწლოვანზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა786 ნახვა
  3. "რუსთავი 2" ავრცელებს კადრებს და ამტკიცებს, რომ აქტივისტებმა, მათ შორის ლევან ჯობავამ, შეიარაღებულ არასრულწლოვანზე "იძალადეს"630 ნახვა
  4. On.ge-ს გენერალური დირექტორი ნინო ზაუტაშვილი გახდა, აღმასრულებელი დირექტორი — ხატია თორდუა567 ნახვა
  5. შალვა პაპუაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა, რომ "დიფ სთეითმა" საქართველოს ომში ჩათრევა ვერ შეძლო354 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ბილი აილიშის ძმამ და პროდიუსერმა სუპერჯგუფი შექმნა — მოისმინეთ სადებიუტო ალბომი

ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა, კომპოზიტორმა და პროდიუსერმა, ფინეას ო'კონელმა, ასევე პოპულარულ ავტორ-შემსრულებელთან,…