რა მოხდა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე

ფოტო: კადრი პირდაპირი ეთერიდან / პირველი არხი
დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვა მოხერხდა, სადაც ექსპრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა განიხილებოდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დისტანციურად ჩართვაზე უარი ორჯერ განაცხადა, მიზეზად კი ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა.
- ამ განცხადების შემდეგ, უწყებამ გაავრცელა სააკაშვილის დამონტაჟებული, უხმო კადრები ვივამედის პალატიდან, რომელზეც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შესწავლა დაიწყო.
- ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცენტრ ემპათიის დასკვნაში ნათქვამია, რომ "მოსალოდნელია კომა და სიკვდილი".
ადვოკატის შუამდგომლობა: მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტი, რომელსაც 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, სასჯელის მოხდისაგან შემდეგი მუხლების საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს.
- სსსკ-ის 284-ე მუხლის თანახმად — რადგან იგი მძიმე ავადმყოფია და აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, სასჯელის მოხდისგან გასათავისუფლებლად.
- სსსკ-ის 283-ე მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულების გადავადება უნდა მოხდეს მის გამოჯანმრთელებასა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.
- ხაჭაპურიძის განცხადებით, —"ეს გადაწყვეტილება შეიძლება ეფუძნებოდეს დაკითხულ პირთა ჩვენებს, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი მძიმედაა ავად".
- ადვოკატის თქმით, სააკაშვილი მაშველი ოთხფეხის დახმარების გარეშე ვეღარ გადაადგილდება და ძირითადად მწოლიარე მდგომარეობაშია.
დეტალები: თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს და რამდენჯერმე შეწყდა, მათ შორის — არასტაბილური ინტერნეტ კავშირის გამო.
- ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, მიხეილ სააკაშვილის ეკრანზე გამოჩენისას სთხოვა მას, ეჩვენებინა ის დაზიანებები, რაც სხეულზე აქვს.
- მოსამართლემ ინიციატივა გააპროტესტა და განაცხადა, რომ თუ სააკაშვილი გაშიშვლებას დაიწყებდა, ჩართვას აღარ გააგრძელებდა და გამორთავდა.
- მიხეილ სააკაშვილმა მოინდომა უკრაინულ ენაზე მიემართა საზოგადოებისთვის.
- "ქართულად ბრძანეთ, თორემ გამოგრთავთ", განაცხადა მოსამართლემ.
- ხაჭაპურიძის განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიხეილ სააკაშვილმა სხდომაში დისტანციურად მონაწილეობის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
ამასთანავე, დარბაზიდან გააძევეს და 200 ლარით დააჯარიმეს ერთ-ერთი დამსწრე.
- მას შემდეგ, რაც სააკაშვილს უკრაინულად საუბარი აეკრძალა, ქალმა მოსამართლის მისამართით განაცხადა, — "რა დღეში ჩააგდეთ პრეზიდენტი".
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები