ირაკლი კობახიძე

22 Dec. 2022, 16:21

მათ (ოპოზიციამ) მხარი დაუჭირა სამ კანდიდატს. აქედან, ჯანეზაშვილმა ვერც კი გაბედა გასაუბრებაზე მისვლა. მე, შეგახსენებთ, რომ იგივე ამ ჯანეზაშვილს 10 ქულა დაუწერეს კომპეტენციაში. ადამიანი, რომელიც ვერანაირ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს კომპეტენციის ნაწილში, იღებს 10 ქულას და რა ფასი უნდა ჰქონდეს ასეთ დასკვნას?! აბაშიძემ, მაგალითად, იგივე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს უწოდა არაკომპოსტირებადი ნარჩენი. გამორიცხულია, რომ აბაშიძისთვის ღირსეულ დეპუტატს დაეჭირა მხარი.

ბურჯანაძეს რაც შეეხება, მე შეგახსენებთ, რომ ის მოწოდებებს ავრცელებდა მესამე აქციაზე გამოსვლასთან დაკავშირებით. მესამე აქცია იყო მთლიანად პოლიტიზებული, მიზნად ისახავდა წალეკვას, მიზნად ისახავდა მთავრობის გადაყენებას. 

ჩვენს უკან დგას მილიონი ამომრჩეველი, მილიონი ამომრჩევლისთვის და კიდევ უფრო მეტისთვის, ეს ადამიანები, ეს ტიპაჟები — აბაშიძე, ბურჯანაძე და ჯანეზაშვილი არიან ორგანულად მიუღებელი. ჩვენ ხომ პირველ რიგში პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ამომრჩეველს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ