საქართველოს ბანკის აგრო ბუღალტერიის პროგრამაში მონაწილეობა ბაიას ღვინომ მიიღო
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს და ფერმერებს მათთვის საჭირო პროექტებში ჩართვას სთავაზობს. ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც საქართველოს ბანკის აგრო ბუღალტერიის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა - ბაიას ღვინოა.
''ჩვენი მეღვინეობა დღითიდღე ფართოვდება და საინტერესოდ ვითარდება, როგორც ადგილობრივ, ასევე 17 საექსპორტო ბაზარზე. რაც შეეხება აგრო ბუღალტერიის პროექტს — საკმაოდ რთულია სწორი ფინანსური მენეჯმენტი და ბუღალტერია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა. პროექტში მონაწილეობამ და საინტერესო ადამიანებთან მუშაობამ სწორად დაგვანახა კომპანიის დღევანდელი მდგომარეობა და სამომავლო გეგმებთან შესაბამისობა. პირველ რიგში, ბუღალტრულ აღრიცხვას, როგორც კომპანიის საოპერაციო ნაწილს, მეტი ყურადღება დავუთმეთ. ამასთან ერთად, EBRD-ის პროგრამისთვის შევძელით შეგვედგინა კომპანიის ფინანსური დოკუმენტი. პროგრამაში მონაწილეობამ მოგვცა ახალი შესაძლებლობები, უკეთ დაგვენახა ჩვენი კომპანიის ხუთწლიანი ზრდის პერსპექტივა'', — განაცხადა კომპანია ბაიას ღვინის დამფუძნებელმა, ბაია აბულაძემ.
აგრო ბუღალტერია საქართველოს ბანკის პროექტია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ფერმერებს ფინანსური აღრიცხვის სწორად წარმოებასა და საქმიანობის განვითარებაში. აგრო ბუღალტერიის პროექტში 20 კომპანიაა ჩართული და მათ სამი თვის განმავლობაში შესაძლებლობა აქვთ მაღალკვალიფიციური საბუღალტრო კომპანიის Nexia TA-ს მომსახურება სრულიად უფასოდ მიიღონ. პროექტი EFSE Entrepreneurship Academy-სთან ერთად ხორციელდება.
პროექტში მონაწილეობის მიღების სურვილისა და დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში, ეწვიეთ ვებგვერდს.
ცნობისთვის, კომპანია ბაიას ღვინო 2015 წელს დაარსდა და დასავლეთ საქართველოში, სოფელ ობჩაში მდებარეობს. მარანი ორიენტირებულია, გააგრძელოს მეღვინეობისა და მევენახეობის მეოთხე თაობის საოჯახო ტრადიცია. კომპანია საკუთარ ვენახებს ფლობს, სადაც გაშენებულია ცოლიკოურის, ციცქის, კრახუნას, ოცხანური საფერისა და ალადასტურის ჯიშის ყურძნები. „ბაიას ღვინო“ ცქრიალა ღვინოებს პეტნატის მეთოდითა და ქვევრში ტრადიციული იმერული სტილის ღვინოებს აწარმოებს, რომლებიც სასიამოვნო მჟავიანობითა და არომატულებით ხასიათდება. კომპანიის ღვინო აქტიურად იყიდება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები