ჰოსპიტალური ქსელი ჯეო ჰოსპიტალსი საქართველოს ბანკისა და თიბისის მხარდაჭერით უკვე თბილისში ოპერირებს
საქართველოში ერთ-ერთი მძლავრი ჰოსპიტალური ქსელი — ჯეო ჰოსპიტალსი უკვე თბილისშიც ოპერირებს. ახალი მაღალტექნოლოგიური კლინიკა საქართველოს ბანკისა და თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა. ჰოსპიტალური ქსელი ჯეო ჰოსპიტალსი თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის სახელით ფუნქციონირებს. კლინიკა 250 საწოლზეა გათვლილი და პაციენტებს ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. მათ შორისაა: პედიატრია, ინსულტის მართვა, კარდიოლოგია (ინტერვენციით), აბდომინალური და თორაკალური ქირურგია, ნეიროქირურგია, ყბა-სახის ქირურგია, ოტორინოლარინგოლოგია, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, გინეკოლოგია და სხვა.
კლინიკის ძირითად მიმართულებებს გამოცდილი და მაღალკვალიფიციური პროფესიონალები ხელმძღვანელობენ, რომელთაც წარმატებული სამედიცინო და აკადემიური კარიერა აქვთ. დაწესებულებაში ხელმისაწვდომია დიაგნოსტიკური მომსახურების სრული სპექტრი, მათ შორის, მაგნიტურ-რეზონანსული (MRT) და კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), ენდოსკოპია და სხვა.
''2 წლიანი მუშაობის შედეგად, ახალმა მენეჯმენტმა პაციენტებს მორიგი მნიშვნელოვანი სიახლე შესთავაზა. თბილისის ჯეო ჰოსპიტალსი უზრუნველყოფს სრულ ამბულატორიულ-სადიაგნოსტიკო და სტაციონარულ მომსახურებას; დაწესებულების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება პედიატრიაა, რომელზე ხელმისაწვდომობაც მოსახლეობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სამედიცინო სერვისების განვითარებასთან ერთად ჩვენი მიზანი მათი ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებაა, რაც მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო პრაქტიკის ხელშეწყობით, ინფექციების კონტროლის გამართული სისტემის ფუნქციონირებით, პერსონალის უწყვეტი სწავლებით მიიღწევა'' — აღნიშნა ჯეო ჰოსპიტალსის ქსელის გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ქიტოშვილმა.
''საქართველოს ბანკისთვის სამედიცინო სექტორის ხელშეწყობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბანკისა და ჯეო პოსპიტალსის ერთობლივი პროექტის განხორციელება, რაც აღნიშნული სექტორის კიდევ უფრო მეტად განვითარებასა და გაძლიერებას ემსახურება. ჰოსპიტალური ქსელი 25 დაწესებულებით უკვე 11 წელზე მეტია საქართველოს ხუთ რეგიონშია წარმოდგენილი. თბილისში სამედიცინო ცენტრის ახალი ქსელის გახსნა კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბიზნესი სწორი მიმართულებით მიდის და ვითარდება, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და მომხმარებელს საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს, რითაც კიდევ უფრო აძლიერებს ჯანდაცვის სფეროს'', — განაცხადა საქართველოს ბანკის ჯანდაცვისა და განათლების სექტორის უფროსმა, მარიამ გოდუაძემ კორპორაციული საბანკო დეპარტამენტიდან.
''ჯეო ჰოსპიტალსთან 2011 წლიდან, მათი დაფუძნების პირველივე დღიდან ვთანამშრმოლობთ. მოხარული ვართ, რომ თიბისის მხარდაჭერით, ქსელის გაფართოების ფარგლებში, კიდევ ერთი მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულება გაჩნდა, რომელიც მომხარებელს ერთ სივრცეში შესთავაზებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მომსახურების ფართო სპექტრს. თიბისისთვის, ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერა და განვითარება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მთელი ქვეყნისთვის. თიბისის ბაზრის წილი აღნიშნულ სექტორში — 44%-ს, მიმდინარე პორტფელი კი 380 მილიონ ლარს შეადგენს. კოვიდ პანდემიის შემდეგ, კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა - რამდენად მნიშვნელოვანია იმ თითოეული ინიციატივისა და პროექტის მხარდაჭერა, რომელიც ყველაზე ღირებულს - ადამიანის ჯანმრთელობას ემსახურება'', — ამბობს ლევან შავკაციშვილი, თიბისის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.
ინფორმაციისთვის, შპს ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში უზრუნველყოფილია პაციენტის მკურნალობის უწყვეტობა, რასაც გამართული გადაუდებელი დახმარების, თერაპიული/პედიატრიული, რეანიმაციული, ქირურგიული ერთეულები ემსახურება; თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 7 საოპერაციო თითქმის ყველა პროფილის ქირურგიული, მათ შორის, მცირეინვაზიური ჩარევის შესრულების საშუალებას იძლევა.
ჯეო ჰოსპიტალსი 25 სამედიცინო დაწესებულებითა და 900-ზე მეტი სტაციონარული საწოლით უკვე 11 წელზე მეტია საქართველოს 5 რეგიონში ჯანდაცვითი სერვისების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია; ამავდროულად, ქვეყნის მასშტაბით ის ჯანდაცვის საკადრო რესურსის მნიშვნელოვანი დამსაქმებელიცაა (კომპანიის დაწესებულებებში დასაქმებულია 4000-ზე მეტი თანამშრომელი). 2022 წლიდან ჯეო ჰოსპიტალს თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი შეემატა, რომელიც ქსელის მასშტაბით რეფერალის მიმღები კლინიკაა. ამასთან, თბილისის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრი ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის მზადების ერთ-ერთი მძლავრი ინსტიტუციაა, რომელშიც როგორც დიპლომამდელი, ასევე, დიპლომის შემდგომი განათლების პროგრამები ხორციელდება.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები