ნაციონალური დელიკატესი — თიბისის პარტნიორი კიდევ ერთი კომპანიის წარმატება ადგილობრივ ბაზარზე და საზღვარგარეთ
ნაციონალური დელიკატესი კიდევ ერთი ქართული კომპანიაა, რომელიც თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და დღეს ერთ-ერთ წარმატებულ, მზარდ ბიზნესს წარმოადგენს.
ქართული ბაზრისთვის უნიკალური პროდუქტი — მზა, 100%-ით ნატურალური, შეფუთული კერძები — თავდაპირველად საველე პირობებში საკვებად იყო ჩაფიქრებული, თუმცა ბაზარზე გამოჩენისთანავე ის თითქმის ყველა კატეგორიის მომხმარებელმა მალევე აიტაცა და საგანგებო რეცეპტებითა და ტექნოლოგიით დამზადებული ლობიო, ლობიო ლორით, აჯაფსანდალი, ბრინჯი საქონლის ხორცითა თუ ქათმის ჩახოხბილი არა მხოლოდ ჯარისკაცებისა და მოლაშქრე-ტურისტების, არამედ ოჯახებისა თუ მარტო მცხოვრები ადამიანების საყვარელი სადილად იქცა.
''კომპანია 2016 წელს დავაფუძნეთ, პირველი 7 პროდუქტით 2017 წლის დასაწყისში გამოვჩნდით ბაზარზე, თუმცა გამოუცდელობის გამო შეცდომები დავუშვით, რასაც მალევე მივხვდით, გავაანალიზეთ ყველაფერი და უკვე 2017 წლის ბოლოს გადავწყვიტეთ, არსებული პროდუქტები წარმოებიდან ამოგვეღო და ახალი შემართებით, ახალი დანადგარებითა და განახლებული ტექნოლოგიით საქმე თავიდან დაგვეწყო. სწორედ ამ მიზნით მივედით თიბისიში და პროგრამა სტარტაპერის დახმარებითა და მხარდაჭერით, 2018 წლის ბოლოს გავხსენით განახლებული საწარმო, გავიარეთ რებრენდინგი და შევქმენით ახალი პროდუქცია უკვე ახალი მანქანა-დანადგარებით, რამაც გაამართლა და მას შემდეგ ჩვენთვის ყოველი წელი წინაზე უკეთესია,'' — ამბობს „ნაციონალური დელიკატესის“ დამფუძნებელი და დირექტორი ოთარ სიმონიშვილი.
2016 წელს, 400 კვ.მ ტერიტორიაზე განლაგებულ საწარმოში, 15 დასაქმებულით და 7 პროდუქტით დაწყებული ბიზნესი დღეს 2000 კვ.მ-მდე ფართს, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ საწარმოში 30-ზე მეტ დასაქმებულს, 10 სახეობის ადგილობრივი ბაზრისთვის შექმნილ და 15 საექსპორტო პროდუქტს ითვლის. ხარისხიანი დანადგარებისა და გამოცდილი პერსონალის წყალობით, კომპანიას დღეში 10 000 ცალი შეფუთული მზა საკვები პროდუქტის წარმოება შეუძლია, რომლის ყიდვაც გუდვილში, ფრესკოში, შირნჰოფერის, სპარის, მაგნიტის, ნატურალისა და სმარტის ქსელებშია შესაძლებელი. ნაციონალური დელიკატესი სპეციალურ საველე ულუფებს აწვდის თავდაცვის სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსაც.
კომპანია 2018 წლიდან აწარმოებს ექსპორტსაც. როგორც დამფუძნებლები ამბობენ, ქართული რეცეპტების მიხედვით დამზადებული კერძები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ისრაელში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში.
''თიბისის მხარდაჭერით ჩვენმა ბრენდმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომ არა თიბისის მაშინდელი მხარდაჭერა და ნდობა, რომელიც მან ჩვენ და ქართული ბაზრისთვის სრულიად ახალი პროდუქტის მიმართ გამოიჩინა, ნაციონალური დელიკატესს ძალიან გაუჭირდებოდა იმ დროისთვის არსებული გამოწვევების გადალახვა. ამ პარტნიორობის შედეგად კი წარმატებას ძალიან მალე მივაღწიეთ და ახლა უკვე ვგეგმავთ მომავალ ნაბიჯებსაც, რომლებიც ასევე თიბისისთანაა დაკავშირებული''.
2023 წლისთვის ნაციონალური დელიკატესის გეგმა ახალი სახეობის პროდუქციის შექმნა, გამოფენებში აქტიური მონაწილეობა, საქართველოს რეგიონებში გასვლა და საექსპორტო ქვეყნების რიცხვის გაზრდაა. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს პოლონეთთან და ყაზახეთთან, რომელთა ბაზარზეც ნაციონალური დელიკატესის გემრიელი, ნატურალური ქართული კერძები 2023 წლიდან გამოჩნდება.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები