"მედიის მსხვერპლნი გავხდით" — რუსი ბლოგერები კახეთში ისტორიულ ციხეში გადაღებული ვიდეოსთვის ბოდიშს იხდიან
ბლოგერებმა ვიდეო საკუთარ Youtube-გვერდზე 19 დეკემბერს განათავსეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: საუბარია კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ჩაილურის ციხეში გადაღებულ კადრებზე, სადაც ჩანდა, რომ ერთ-ერთი მათგანი ისტორიული ძეგლის კარს ანგრევს.
- "ხალხო, საქართველოში ვიქირავე არც ისე დიდი აპარტამენტი. ჭიშკარი ძველია, პრინციპში, აი, ასე შეიძლება გაღება", — ამბობს ის და კარს ფეხს ურტყამს.
- გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 259-ე მე-2 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ახლა ბლოგერები ამტკიცებენ, რომ არავის შეურაცხყოფა არ სურდათ, "ეს იყო შეცდომა" და მომხდარის გამო ბოდიშს იხდიან. ამტკიცებენ იმასაც, რომ საქართველო ძალიან უყვართ და ქართველ ხალხს და კულტურას პატივს სცემენ.
- მათი თქმით, კახეთში ვიდეორგოლის გადასაღებად მიდიოდნენ, ციხე ნახეს, რომელიც მიტოვებულს ჰგავდა, შიგნით კი ცხოველთა ფეკალიები იყო.
- რაც შეეხება კარს, ამბობენ, რომ ის ჩამოვარდნილი იყო და ვიდეოს გადასაღებად მიაყუდეს.
- ერთ-ერთი ბლოგერის თქმით, მეგობარს მისი შეშინება სურდა და სწორედ ამიტომ კარზე დაკაკუნების ნაცვლად, მას ფეხი ჰკრა.
- როგორც ის აღნიშნავს, როცა პოლიციამ ადგილზე გამოკითხვაზე მიიყვანა, უთხრა, რომ ციხე გაქირავებულია და მეპატრონე არ უვლის. მისივე თქმით, ვიდეოს გავრცელების შემდეგ კარი დაამაგრეს.
- "გამოდის, რომ ჩვენი ცუდი საქმით, ცოტათი კარგი რამ გავაკეთეთ. ბოდიში, ასე არ ხდება, მაგრამ ახლა კარი მაინც დამაგრდა და ხედავთ, აღარ ვარდება", — ასე ცდილობს ის თავისი საქციელის გამართლებას.
მეორე ბლოგერი კი ქმედებას "სულელურ თამაშს" უწოდებს. მისი თქმით, კარზე უნდა დაეკაკუნებინა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყვიტა, რომ კარს ფეხით მისწოლოდა და მეორე მხარეს მყოფს მისი შეკავება გასჭირვებოდა.
- როგორც ის აღნიშნავს, არ ეგონა თუ კარი, რომელიც დამაგრებული არ იყო, ისტორიულ მემკვიდრეობას წარმოადგენდა.
- შემდეგ კი ამბობს, რომ იმ მედიების "მსხვერპლები გახდნენ, რომლებიც სიმართლეს ცვლიან და ინფორმაციას ამახინჯებენ".
- "სანამ დასკვნას გააკეთებდეთ, გთხოვთ, შეისწავლოთ ინფორმაცია. კიდევ ერთხელ ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდით ამ საქციელის გამო", — ნათქვამია ბლოგერის ვიდეოში.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები