2022 წელი სერიალების მოყვარულთათვის ნამდვილად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა: ვნახეთ უცნაური ამბების ახალი სეზონი, ვიცეკვეთ უენსდეისთან ერთად, ახალი სერიალით სამეფო კარის თამაშების სამყაროშიც დავბრუნდით და რამდენიმე საყვარელ სერიალსაც გამოვემშვიდობეთ.

2022 წელს გამოსული სერიალებიდან საუკეთესო ათის გამოვლენაში ჩვენი მკითხველი დაგვეხმარა. გამოკითხვაში, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე მიმდინარეობდა, ნებისმიერ მსურველს შეეძლო, 21 სერიალიდან ერთი ფავორიტი მოენიშნა.

გამოკითხვაში მონაწილეობა 3 000-ზე მეტმა მკითხველმა მიიღო და 2022 წლის სერიალების საუკეთესო ათეული შემდეგნაირად გადანაწილდა:

10. ბიჭები / The Boys (მე-3 სეზონი) — 53 ხმა (2%)

ფოტო: Amazon

9. მოსიარულე მკვდრები / The Walking Dead (მე-11 სეზონი) — 58 ხმა (2%)

ფოტო: AMC

8. გულის გამჩერებელი / Heartstopper — 60 ხმა (2%)

ფოტო: Netflix

7. ბრიჯერტონი / Bridgerton (მე-2 სეზონი) — 70 ხმა (2%)

ფოტო: Netflix

6. ურჩხული დამერი: ჯეფრი დამერის ისტორია / Dahmer — Monster: The Jeffrey Dahmer Story — 95 ხმა (3%)

ფოტო: Netflix

5. უმჯობესია დაურეკოთ სოლს / Better Call Saul (მე-6 სეზონი) — 121 ხმა (4%)

ფოტო: AMC

4. ეიფორია / Euphoria (მე-2 სეზონი) — 267 ხმა (9%)

ფოტო: HBO

3. დრაკონის სახლი / House of the Dragon — 527 ხმა (17%)

ფოტო: HBO

2. უცნაური ამბები / Stranger Things (მე-4 სეზონი) — 543 ხმა (18%)

ფოტო: Netflix

1. უენსდეი / Wednesday — 975 ხმა (32%)

ფოტო: Netflix